მოსწავლეებზე გაცემული ძველი ბარათები 16 ოქტომბრიდან გაუქმდება

თბილისის მერიის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო და შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას, გრძელდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა ბრიფინგი გამართა.

პროგრამა ითვალისწინებსადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას (მეტრო, ავტობუსი, საბაგირო გზა) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრებ მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების, მათ შორის,მოსწავლეების, შშმ პირების, პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, უფასო ან შეღავათიანი მგზავრობის უზრუნველყოფას.

„თბილისის მერიის შეღავათიანი მგზავრობის ბარათებით მოქალაქეთა 26 კატეგორია, სულ, 560 ათასი ბენეფიციარი სარგებლობს“, – აღნიშნა მერის მოადგილემ.

ნინა ხატისკაცის განცხადებით, თბილისის მერიასა და„საქართველოს ბანკს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, მოსაწავლეთა ახალ იდენტიფიცირებულ უფასო მგზავრობის ბარათებს გასცემს „საქართველოს ბანკი”. მემორანდუმის თანახმად, „საქართველოს ბანკმა” მოსწავლეთა ახალი სამგზავრო ბარათების გაცემა უნდა უზრუნველყოს არაუგვიანეს 2016 წლის 16 ოქტომბრისა. მოსწავლეებზე გაცემული ძველი ბარათები  16 ოქტომბრიდან გაუქმდება.

ახალი სამგზავრო ბარათების ასაღებად მშობელმა ან უფლებამოსილმა პირმა უნდა მიმართოს თბილისში „საქართველოს ბანკის” სერვის-ცენტრებს (გარდა ,,ექსპრეს-ბანკის“ ფილიალებისა).

0 Comments

Leave a Comment

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password