მიწისქვეშა თბილისი – რას ამბობენ დიგერები…

ანა ბარნაბიშვილი

დედაქალაქის ქვეშ მიწისქვეშა გვირაბების ქსელია… თბილისის მთავარი ქუჩების ქვეშ პტარა ქალაქი არსებობს… სავენტელაციო შახტები და გვირაბები, რომლებიც თავშესაფრისთვის იყო განკუთვნილი დღეს მიტოვებულია, მგრამ არის დაცული თავშესაფრებიც, რომლებიც გასაიდუმლოებულია და შესვლა აკრძალულია. ინფორმაცია ამ თავშესაფრების შესახებ არ მოიპოვება…

23 წლის ახალგაზრდა, რომელიც ოთხი წელია დიგერობთ არის დაკავეული ამბობს რომ თბილსში 400 ზე მეტი თავშესაფარი არსებობს… თავშესაფრების დიდი ნაწილი გაძარცვულია… მოპარულია ჰერმეტული კარები, რომელიც დაახლოებით 20 ტონას იწონის… კომუნიკაციის საშუალებები: ტელეფონი, რადიო… ცნობილია, რომ იმ დროინდელი კომუნიკაცია გადამცემ ანძებზე არ იყო დაკავშირებული და სხვადასხვა ტიპის მიმღებები ჰქონდათ. ყველაზე პატარა თავშესაფრად  50 კაცინი ითვლება ხოლო ყველზე დიდში დაახლოებით 1500 კაცი ეტევა… სავარაუდოდ თავშესაფრის მაქსიმალური სიღრმე 30 მეტრია, ხოლო მინიმალური 2 მეტრი…. საქართველოს უნივერსიტეტის III კორპუსის მიწის ქვეშ 30 მეტრის სიღრმეზე  არის ლაბორატორია, რომელსაც მხოლოდ 2 ადამიანი უვლის…

დიგერთა კლუბის ერთ-ერთი  წევრის, 19 წლის ირაკლი მარკოზაშვილის ინფორმაციით  დღევანდელი თავშესაფრები არც ისე კარგ მდგომარეობაშია.  „ზოგი დანგრეულია, ზოგში საშინელი ანტისანიტარიაა, ზოგი დანგრევის პირასაა.“ კოსტავას ქუჩაზე მდებარე თავშესაფარი დღემდე ვერ დაადგინეს რამდენ კაცზეა გათვლილი,  მისი სიღრმე 10-15 მეტრს შეადგენს, ხოლო აეროპორტის  დასახლებაში მდებარე თავშესაფარში 100 კაცი ეტევა და მისი სიღრმე 3-4 მეტრს შეადგენს…  თავშესაფრებში ნეიტრალური მდგომარეობაა და საჭიროების შემთხვევაში მათი გმოყენებაც შეიძლება. აეროპორტის დასახლებაში მდებარე თავშესაფარი უფრო კარგადაა შემონახული“.

თბილისის აეროპორტთან ახლოს 1980იან წლებში აშენებული თავშესაფარი მდებარეობს. დღევანდელი მდგომარეობით ობიექტი გაპარტახებულია ადგილზეა მხოლოდ 4 ჰერმერტული კარია შეორჩენილი…

რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე თავშესაფარი აშენდა 1980 წელს. იგი იყო გათვლილი 200 პაციენტზე. აქვს 2 შესასვლელი, რომლიდანაც ერთი დღესდღეობით დაკეტილია. შემორჩენილია ჰერმეტული კარები, სავენტილაციო მილები, წყლის რეზერვუარები, ჰაერის ფილტრები, წყლის მილები და სამი დიზელ-გენერატორი. ობიექტი კარგ მდგომარეობაშია, მშრალია და ნიავდება, რის გამოც მისი ფუნქციის აღდგენა საკმაოდ მარტივია. თავშესაფრიდან გადის დაახლოებით 150 მეტრის სიგრძის გვირაბი, რომელიც უკავშირდება ამ თავშესაფრის მეორე ნაწილს. დღესდღეობით დამაკავშირებელი კარები დალუქულია, რის გამოც ვერ მოხერხდა მეორე ნაწილის დათვალიერება. ასევე 90-იან წლებში მანდ ფუნქციონირებდა ლუდსახარში ქარხანა, თუმცა არც მისი ინფრასტრუქტურაა შემორჩნილი.

საქართველოს საპატიო მოქალაქის, არქიტექტორსა და პროფესორის გიგა ბათიაშვილის ინფორმაციით „მეორე მსოფლიო ომის დროს  გაკეთდა რამოდენიმე გვირაბი. ეს გვირაები აშენდა თავშესაფრებისთვის, თუმცა შემდეგ მეტროპოლიტენი გაიყვნეს. დღესაც არის შემორჩენილი მიწისქვეშა კოლექტორები, რომელიც მთაწმინდის ზემოდან იწყება პუშკინის ქუჩის გავლით უერთდება მტკვარს, მისი ზომები თავისუფლად იტევდა ეტლიან კაცს… ასევე ბოტანიკურ ბაღს აქვს გვირაბები. ერთი გვირაბი გამჭოლია, რომელიც აკავშირებს ასათიანის ქუჩას ბოტანიკურ ბაღთან და შეიძლება თავშესაფრადაც გამოყენება საკმაოდ დაცულია, ქედში შედის. დანარჩენი ლაბორატორიები იყო… ამჟამად ყველა გვირაბი დალუქულია.. „

არცერთი ობიექტზე საჭირო აღჭურვილობის გარეშე შესვლა არ არის მიზანშეწონილი..