ერდოღანმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია დაიწყო

BBC-ს ინფორმაციით, თურქეთის ჯარმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

https://www.bbc.com/news/world-middle-east-49983357

მედიის ინფორმაციით, ეს თურქულ ძალებსა და აშშ-ის მოკავშირე ქურთულ დაჯგუფებებს შორის პირდაპირ დაპირისპირებას გამოიწვევს. ანკარაში კი აცხადებენ, რომ მათი მიზანი ქურთი მებრძოლებისგან თავისუფალი უსაფრთხო ზონის შექმნაა, სადაც ანკარა თურქეთში მცხოვრები 3,6 მილიონი სირიელი ლტოლვილის დასახლებას აპირებს.

საბრძოლო მოქმედებების დაწყებაზე წერს  თავად თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი Twitter-ის გვერდზე.

https://twitter.com/RTErdogan/status/1181921311846735872

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა მედიასთან განაცხადა, რომ დასრულდა ახალი საომარი ოპერაციის მზადება, რომელიც ჩატარდება მდინახე ევფრატის აღმოსავლეთით.

https://www.gmtv.ge/65136-2/