„უძრავი ქონების მიმართ ირანელების გამძაფრებული ინტერესი შეინიშნება…“

„მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი კახა ძაგანია ამბობს, რომ საქართველოში უძრავი ქონების მიმართ ირანელების გამძაფრებული ინტერესი შეინიშნება.

-გინდა შოვინისტი დამიძახეთ და გინდა რადიკალი ნაციონალისტი, არ მახარებს ირანელების გადაჭარბებული აქტიურობა და გამძაფრებული ინტერესი საქართველოში უძრავი ქონების მიმართ.

-მიწის დაცვის კომიტეტზე რას იტყვით?

მიწის დაცვის კომისია შეიქმნა საზოგადოების წარმომადგენლებისგან ვინც საკანონმდებლო მიმართულებით, სატელევიზიო ინტერვიუებით, საგაზეთო სტატიებით, აქციებით, კონფერენციებით ვმუშაობდით ამ თემაზე, შედეგი დავაყენეთ, მაგრამ ემიგრაციის პრობლემები ბოლომდე ვერ გადავჭერით…

-ქვეყანას ვერ ჩაკეტავ...

-დიახ, ვერ ჩაკეტავ ქვეყანას, უძრავი ქონების საკუთრების სახით სრულად აკრძალვის კანონს ვერ მიიღებ.

-როგორ ფიქრობთ, სად არის გამოსავალი?

-ამის ერთადერთი წამალია თვითონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები გახდნენ იმდენად შეძლებულები, რომ ამ ბაზარზე კონკურენცია გაუწიონ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე საჭიროა ამ მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის იმგვარად მორგება, რომ საქართველოს მოქალაქეს უძრავი ქონების შეძენისას დაბალპროცენტიანი და მრავალწლიანი სესხის აღება შეეძლოთ, ამ ქონების უცხოელზე გასხვისების აკრძლვის პირობით.