მწვანე ნარგავების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა – დაეხმარე ბავშვებს! (ვიდეო)

12-13 ოქტომბერს, კლდიაშვილი 12-ში ფონდი “მომავლის გზა” მართავს მწვანე ნარგავების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას”.

შეიტანეთ თქვენი წვლილი ბავშვების გახარებაში და ისიამოვნეთ საოცრად ლამაზ სამყაროში!

ხელოვნებად გარდაქმნილი  ქველმოქმედება

თინათინ მარსაგიშვილი

საქველმოქმედო ფონდი „მომავლის გზა“ 29-30 ივლისს ყვავილების გამოფენა-გაყიდვას აწყობს. მის ფარგლებში ბავშვების აქტიური ჩართულობით გაშენებული სოციალური ბაღიდან  წარმოდგენილი იქნება მცენარეთა მრავალი სახეობა, რომლის შეძენაც ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი. შემოსული თანხა კი მოხმარდება ბავშვთა რამდენიმედღიან გასვლით ტურს ქალაქგარეთ.

ჩვენც დავინტერესდით საქველმოქმედო საღამოთი და გადავწყვიტეთ თავად გვენახა ყვავილების ნაირსახეობით გალამაზებული სოციალური ბაღი, სადაც გვიმასპინძლეს ღონისძიების მთავარმა სულისჩამდგმელებმა- მარიამ იზორიამ და დავით კინწურაშვილმა.

ჩვენ  მარიამ იზორიას გავესაუბრეთ.

-როდის გაჩნდა საქველმოქმედო ფონდის შექმნის იდეადა და ვინ იყო  ამ იდეის ავტორი?

-საქველმოქმედო ფონდის შექმნის იდეა გაჩნდა 2000-იან წლებში, მაშინ ჩვენ გვქონდა ახალგაზრდების უფლებების დაცვისა და განვითარების კავშირი. ასეთი მიმართულებით ვარსებობდით  საზოგადოებრივი მოთხოვნილებიდან გამომდინარე. მაშინ, დიდი რაოდენობით არ იყო საქველმოქმედო ფონდები, როგორც დღეს არის წარმოდგენილი.იმდროინდელმა სოციალურმა ფონმა წამოჭრა ის იდეა, რომ შექმნილიყო სახელმწიფოსა და სოციალური ფენის რგოლი, როგორიცაა ფონდი. ვეძებდით გაჭირვებულ ოჯახებს, ვსწავლობდით მათ პრობლემებს და ვქმნიდით გარკვეულ ბაზას დასახმარებლად. ძირითადად, მეგობართა წრემ შევიმუშავეთ ეს გეგმა, რომელსაც სათავეში ბატონი დავით კინწურაშვილი ჩაუდგა დაშემდეგ განახორციელდა ჩვენი ეს იდეა.

-რამ გაგიჩინათ ამ ფონდის შექმნის სურვილი ?

-მიზეზი იყო იმ პერიოდში არსებული სოციალური და ეკონომიკური ფონი. ეს იყო არასტაბილური პერიოდი, ჯერ არ იყო ვარდების რევოლუცია მომხდარი, არ არსებობდა საპენსიო რეფორმა და აქედან გამომდინარე, ჩვენი წვლილის შეტანა გადავწყვიტეთ  საზოგადოების განვითარებაში.

-რატომ  დაარქვით ფონდს „მომავლის გზა“

-ყველა ჩვენგანი მოვდივართ წარსულიდან და ილიასი არ იყოს-„ აწმყო შობილი წარსულისაგან,არის მშობელი მომავლის“  ანუ ის, რასაც შევქმნით ჩვენ, აუცილებლად ,გამოიღებს ნაყოფს მომავალში.შესაბამისად,თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა იზრუნოს ხვალინდელ დღეზე და ის აუცილებელია უკეთესი იყოს ვიდრე დღევანდელი დღე. აქედან გამომდინარე უნდა გაგვევლო ის გზა ცოტა უფრო ღირსეული მომავლისთვის ამიტომ ძალიან მარტივად, სიტყვების კომბინაციით, შეიქმნა „მომავლის გზა“.

-რა ტიპის ღონისძიებებს მართავთ და რამდენად მრავალფეროვნები ხართ?

-დროის განმავლობაში, ისევე,  როგორც იცვლებოდა სახელმწიფო სტრატეგია ასევე იცვლებოდა ჩვენი სტრატეგიაც. 2006-2007 წლებში ეს მოიცავდა გარკვეული ოჯახების დაფინანსებას საკვები პროდუქტებით,  ჰიგიენური საშუალებებით ,შემდეგ უკვე შეიცვალა ეს მიდგომა და დღეს ვაძლიერებთ ოჯახებს. როგორ პირობებშიც არ უნდა ცხოვრობდნენ,  ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია მშობლებთან ყოფნა და იმისთვის, რომ ბავშვი იყოს მშობელთან, საჭიროა ძლიერი ოჯახი,  რათა მშობელმა შეძლოს ბავშვის რჩენა.

ვიდეო

თამარ ჯამარიშვილი

-რამდენად არიან ჩართულები ბავშვები საქველმოქმედო ღონისძიებაში?

-ჩვენი დღის ცენტრი, როგორც სდახელმწიფო გვავალდებულებს, ვალდებულია  განახორციელოს სხვადასხვა პროექტები ბავშვთა შემოქმედებითი აღზრდის თვალსაზრისით, რაც მოიცავს სხვადასხვა ნიჭის გამოვლენას- მხატვრობის სფეროში, მუსიკის სფეროში და ა.შ.   ერთ დღეს ეზოში ვთამაშობდით ჩვენს ბავშვებთან ერთად და   წამოაყენეს იდეა, რომ ყვავილების დარგვა მათაც სურდათ. მანამდეც გვქონია საუბრები მცენარეთა სარგებლიანობაზე.  გაზაფხულიდან დავიწყეთ ამ ყველაფერზე ზრუნვა და დღეს ბავშვები ჩართულები არიან ყველანაირად მცენარეთა დათესვაში, გალამაზებაში და ა.შ.

-ღებულობთ თუ არა სახელმწიფოსგან გარკვეულ დაფინანსებას?

-ჩვენ სახელმწიფოსთვის არ მიგვიმართავს დაფინანსების თაობაზე, თუმცა სოციალური გრანტის ფარგლებში, დასაწყისისთვის გვერგო პირველი თანხა,  რომლითაც განსხვავებული ჯიშის ყვავილები შევიძინეთ, მაგრამ ისევ ვიმეორებ, სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილა ეს ინიცირებული

რას იტყვით  მიმდინარე გამოფენაზე?

-როგორც კი დაგროვდა სხვადასხვა ჯიშის და დიდი რაოდენობის ყვავილები გადავწყვიტეთ, რომ კვირაში ორჯერ გაგვემართა გამოფენა-გაყიდვა, რათა  საზოგადოებას გაეცნო ბავშვების ნაშრომი და გარკვეული წვლილი შეეტანა ქველმოქმედებაში. შემოსული თანხა მოხმარდება ამ ბავშვების კვებასა და სხვადასხვა ტიპის პრობლემებს, რომელიც დგას დღის წესრიგში. მთელი ზაფხულის განმავლობაში ეს გამოფენები ეწყობოდა შაბათ-კვირას,თუმცა ეს არ იყო მასშტაბური ღონისძიებები. ხლა კი გვაქვს უფრო ფართო მასშტაბიანი გამოფენები , რადგან ოქტომბრის თვეა და ხალხი დაბრუნებულია სამსახურებში.  გამოფენა კი  იმართება პარასკევს და შაბათს.
ასევე გეტყვით, რომ გვერდი შევქმენით სოციალურ ქსელ-“ facebook-ში“  და ვცდილობთ, უფრო მეტ ადამიანს გავაგებინოთ ჩვენს შესახებ.

– საქველმოქმედო ფონდის მიერ გამართულ ღონისძიებებში იღებენ თუ არა მონაწილეობას სხვა ეროვნების ბავშვები ?

-ბავშვების ჯგუფში გვყავს სხვადასახვა ეროვნების წარმომადგენლებიც, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან და აქ ცხოვრობენ უკვე ძალიან დიდი ხანია.

მარიამ იზორიასთან საუბრის შემდეგ, ჩვენც ჩავერთეთ გარკვეულ აქტივობებში და  ფონდის წევრებისაგან  გავიზიარეთ მცენარეთა მოვლისა და გალამაზების ხერხები, რის შედეგადაც დავრწმუნდით, რომ „ მომავლის გზამ“ ქველმოქმედება აქცია ხელოვნებად, მასში ჩართო ბევრი ბავშვი და მათ მისცა საშუალება ხელოვნების სხვადასხვა კუთხით განვითარებისა.

უკეთესი იქნება თუ თქვენც გაგიჩნდებათ სურვილი, მონაწილეობა მიიღოთ  ქველმოქმედების პროცესში და დახმარება გაუწიოთ  იმ ბავშვებსა და ოჯახებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა.