დღეს პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს დაამტკიცებენ

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს დაამტკიცებენ.

როგორც უკვე ცნობილია, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა იზრდება 92.8 მილიონი ლარით და შეადგენს 12 965.5 მლნ ლარს, ხოლო გადასახდელების -223.1 მლნ ლარით და 13 313.1 მლნ ლარს მიაღწევს.

გარკვეულია ისიც, რომ იზრდება განათლების სამინისტროს დაფინანსება 131 მლნ ლარით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს -10 მლნ ლარით, შსს დაფინასება-25 მილიონით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დამატებით გათვალისწინებულია 130 მილიონი ლარი