მერაბ ბერძენიშვილის უკანასკნელი სურვილი
შალვა ოგბაიძე
-„ჩემო ფეისბუკ- და რეალურო მეგობრებო.
დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს ერთერთი უდიდესი ხელოვან, მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი.
მისი ერთერთი უკანასკნელი სურვილი ყოფილა აღამაშენებლის ძეგლის ძველ ადგილზე დაბრუნება.
თქვენ რას იტყვით?“
ამ საკითხზე ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი თბილისის მერის პასუხს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
-„მერაბ ბერძენიშვილი ქვაშვეთიდან სვანური ზარის და ტაშის ფონზე ჩოხოსნებმა გამოასვენეს. პროცესიას თბილისის მერი დავით ნარმანიაც მიჰყვებოდა. მას ვკითხე დააბრუნებენ თუ არა დავით აღმაშენებლის ძეგლს პირვანდელ ადგილას. მან მიპასუხა რომ თბილისის საკრებულოში გადაიგზავნა ხარჯთაღრიცხვა და რომ ეს საკითხი ფართო საზოგადოების მსჯელობის საგანი გახდება“.
ვიმედოვნებთ, რომ დიდი მოქანდაკის უკანასკნელი სურვილი აუცილებლად ასრულდება.