ბელგიაში სიღარიბის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე საქართველოს დროშაც იყო…

ანა ბალამწარაშვილი

ბელგიის სამეფოში სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი ბელგიაში ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის დამაარსებელი საქართველოში ემიგრანტთა სახლის დამფუძნებელი

-საქართველოს დროშა,შუაში თეთრი გულსაბნევი სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოა,მეორე გულსაბნევი ინტერნაციონალური კომიტეტის,ეს წუთია მოვედი საოროტესტო აქციიდან რომელიც სიღარიბის წინააღმდეგ გაიმართა,და მე როგორც ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრი ხელმძღვანელმა ბელგიაში მონაწილეობა მივიღე!!!!
ბელგიაში სიღარიბეს აპროტესტებენ და ჩვენს ქვეყანაში ჯერ ვერ “მოიცალეს” ამ საკითხის გარშემო!!!

სტატუსის ნახის შემდეგ GMTV თავად ანა ბალამწარაშვილს დაუკავშირდა.

-რამ გამოიყვანა ეს ხალხი ქუჩაში? როგორია ღარიბი ბელგიელი?

-სიღარიბეს ზოგადად აპროტესტებდნენ და თადარიგი დაიჭირეს რომ თავადაც იგივე არ დაემართოთ,

-და მაინც რა და რატომ გააპროტესტეს?

-რატომ გააპროტესტეს და 5€მოიმატა დაზღვევის თანხამ,პროფუქტის ფასები იწევს,კომუნიკაციების და მათი დანაზოგი(საშუალოდ 200 000€) +ყოველ თვე პენსია 1200€ მინიმუმი,უკვე საკმარისი აღარაა ყველაფრისთვის ,წელიწადში 4ჯერ რომ ისვენებდნენ, ეხლა 3 ჯერ უწევთ,გააფრთხილეს ახალი ხელისუფლება რომ მასშტაბები გაიზრდება პროტესტის თუ ისინი თადარიგს არ დაიჭერენ და ახალი წლიდან არ შეიტანენ ცვლილებებს კანონში,ითხოვენ გადასახადების დაწევას და მდიდრებისთვის გაზრდას.

-ისე დაახასიათეთ, წელიწადში 4-ჯერ ისვენებდნენო და რომელ ფენას გულისხლობთ?

– საშუალო ფენაზე გეუბნებით.

ბელგიაში საშუალო ფენის წარმომადგენლები წელიწადში 4-ჯერ ისვენებენო და საშუალოდ დანაზოგი  200 000€ აქვთო – სამწუხაროდ ყველაზე ლამაზ სიზმარშიც არ გვესიზმრება ჩვენ…