მეცნიერების თქმით, “დიდი სიცარიელის” საიდუმლო სულ მალე გაიხსნება

“დიდი სიცარიელე” (Big Void) – ასე დაარქვეს საიდუმლო შენობას, რომელიც ხეოფსის პირამიდაში (Great Pyramid of Giza) გასული წლის ნოემბერში აღმოაჩინეს. მის არსებობაზე მიუთითებდა კვლევები, რომელსაც ფრანგი მეცნიერი მეჰდი თაიუბი და იაპონელი კუნიხირო მორიშიმა ხელმძღვანელობენ. სამეცნიერო სტატიას ჟურნალი Nature აქვეყნებს.

მეცნიერები ფიქრობენ, რას შეიძლება მალავდეს “დიდი სიცარიელე”? – ერთ-ერთი ვარაუდით, იქ ინახება ატლანტიდის განადგურებამდე არსებული წიგნები და არტეფაქტები. მკვლევარებს შორის არიან ისინი, ვინც ფიქრობს, რომ პირამიდაში უცხოპლანეტელების მიერ ჩამოტანილი ნივთები ინახება. ზოგიერთს სურს, რომ “სიცარიელეში” ე.წ. დროის კაფსულა ინახებოდეს – ინფორმაციით ავსებული კონტეინერი, რომელშიც ძველი ცივილიზაციების ისტორიების შესახებაა ჩანაწერები.

ყველაზე რეალური ჰიპოთეზა იტალიელ მათემატიკოსს ჯულიო მაგლის ეკუთვნის. ის ფიქრობს, რომ საიდუმლო შენობაში მეტეორიტისგან დამზადებული რკინის ტახტი ინახება. მან დასკვნა რამდენიმე ტექსტის გაშიფვრით გამოიტანა. ჩანაწერების მიხედვით, სიკვდილის შემდეგ, სანამ ჩრდილოეთ ვარსკვლავებს მისწვდება ფარაონი, მან “ვარსკვლავური კარიბჭე” უნდა გაიაროს და რკინის ტახტზე იჯდეს.

“დიდი სიცარიელე”, რომლის სიმაღლე 8 მეტრს აღწევს, პირამიდის ჩრდილოეთ მხარესაა. მაგლის მიაჩნია, რომ ფარაონი ხეოფსის ტახტი ყველასგან განსხვავებული იყო და მეტეორისგან იყო დამზადებული. ეგვიპტელები აქტიურად გამოიყენებდნენ “კოსმოსურ მეტალს”, რათა ფარაონებისთვის ნივთები დაემზადათ. მეტეორიტული რკინისგან მაგალითად დამზადებულია ხმალი, რომელიც ფარაონ ტუტანხამონის აკლდამაში იპოვეს.

მეცნიერების თქმით, “დიდი სიცარიელის” საიდუმლო სულ მალე გაიხსნება.