გიორგი გეთაშვილის გახმაურებული საქმის ადვოკატის საგანგებო განცხადება (ბრიფინგი)

პრეს-კლუბი

გრეტა ივანიშვილი

დავით მუმლაძის მკველობის საქმეში ეჭვმიტანილი გიორგი გეთაშვილის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ არც სახალხო დამცველმა და არც გენერალურმა პროკურატურამ არ მოახდინა რეაგირება იმაზე, რომ მას , როგორც ადვოკატს, 8 საათის განმავლობაში არ მიეცა საშუალება საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფი ენახა.
კობაიძე მიმართავს სახალხო დამცველს, მოახდინოს სწრაფი რეაგირება და გააკეთოს განცხადება თუ როგორ დაირღვა ეჭვმიტანილის და მისი ადვოკატის უფლებები.
ასევე ადვოკატი მოუწოდებს ადვოკატთა ასოციაციას და გენერალურ პროკურატურას რომ თუ დღეს მისი, როგორც ადვოკატის და ასევე გიორგი გეთაშვილის, როგორც ეჭვმიტანილის უფლებები ირღვევა, ხვალ ამ სიტუაციაში შესაძლოა სხვებიც აღმოჩნდნენ, ამიტომ ის ითხოვს მყისიერ რეაგირებას ამ საქმეზე და ყველა გაუცემელ კითხვაზე პასუხის მიღებას. იგი მომხდარს ადვოკატთა კორპუსის პროფესიული მოვალეობების ხელყოფად აფასებს და სამივე ზემოთ ჩამოთვლილ ინსტიტუციას აკისრებს ვალდებულებას, ამ საქმეს კიდევ ერთხელ გადახედონ. ალექსანდრე კობაიძე თვლის, რომ სახალხო დამცველს ჯერჯერობით არ სურს დაუპირისპირდეს სახელმწიფოს და ამიტომ არ აკეთებს შესაბამის განცხადებას. იგი ამბობს, რომ ქვეყანაში ნებისმიერ ბრალდებულს უნდა ჰქონდეს ფუნდამენტალური უფლება აიყვანოს ადვოკატი და დაიცვას მან, შესაბამისად ადვოკატი დაუყონებლივ ელოდება წერილობით და სატელევიზიო პასუხებს მომხდართან დაკავშირებით.