საპატრიარქოსა და ხელისუფლების ომები – ფაქტებისა და მოვლენების კვალდაკვალ…

არჩილ გამზარდია

საპატრიარქოსა და ხელისუფლების ომები – ფაქტებისა და მოვლენების კვალდაკვალ

ეპიზოდი 1: 2015 წელი. ბიძინა ივანიშვილი “კვირის 2030”-ში საუბრობს იმაზე, რომ ტაბუ არავის უნდა ჰქონდეს დადებული, არც პატრიარქს და მისი კრიტიკის აუცილებლობაზე საუბრობს.

ეპიზოდი 2: 2015/2016 წლიდან. საპატრიარქოში განსაკუთრებით აქტიურდება ჯგუფი 4 პირის შემადგენლობით – ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე, დეკანოზი გიორგი მამალაძე, პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსი სოსო ოხანაშვილი, მისი მოადგილე ტარას შავშიშვილი. მათი მთავარი საქმიანობაა, კონკრეტულ სასულიერო პირებზე, მათ შორის მაღალ სასულიერო იერარქებზე დისკრედიტაციული კამპანიის წარმოება, ისინი თხზავენ სტატიებს, ცრუ ინფორმაციას, ჭორებს ამა თუ იმ პირის მიმართ და სხვადასხვა მედიასაშუალებებში აქვეყნებენ. ამ ჯგუფს მფარველობს მიტროპოლიტი დიმიტრი თანამოაზრეებთან ერთად – მეუფე პეტრე,მეუფე გერასიმე და ა.შ. ისინი ასევე მფარველობენ “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს” – მმკ-ს, რომლებიც პატრიარქის წინააღმდეგ მოქმედებდნენ ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან.

ეპიზოდი 3: 2016  წელი. პატრიარქს ხშირი აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. სინოდში ძლიერდება რამდენიმე ფლანგი, რომლებცას საკუთარი ლიდერები ჰყავთ და სურთ საპატრიარქო ტახტი მიიღონ. პარალელურად „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აძლიერებს გავლენას სინოდის წევრებთან მიმართებაში. სინოდის ნაწილი ფინანსური, ძალაუფლებითი და სხვა ინტერესების გამო თანხმდება ხელისუფლებასთან გარიგებას და ერთვება პატრიარქის წინააღმდეგ სიტუაციის მორიგი შეტევისათვის. ნაწილი დუმილის რეჟიმში ახდენს ამ გარიგების წარმოებას.

ეპიზოდი 4: 2016/2017 წლიდან. იძაბება სიტუაცია პატრიარქის გარშემო. მისი დაცვის სამსახურის უფროსი მაქსიმალურად ბლოკავს სასულიერო პირების კომუნიკაციას პატრიარქთან. ინტერესთა კონფლიქტების გამო ასევე ძლიერდება და მწიფდება კონფლიქტი შორენა თეთრუაშვილსა და მიტროპოლიტ დიმიტრის მხარეებს შორის, რომელსაც საპატრიარქოში სოსო ოხანაშვილი და მისი ჯგუფი წარმოადგენს. პარალელურად „ქართული ოცნების“ სპეცსამსახურები აძლიერებენ სასულიერო პირების თვალთვალის პროცესს დაშანტაჟების მიზნით, რომლის ინტერესია მაღალ სასულიერო იერარქებთან გარიგება, სინოდში სიტუაციის მომწიფება პატრიარქის წინააღმდეგ და სასურველი კანდიდატის გაყვანა. თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლებას რომელიღაც ერთი კანდიდატი ფავორიტად არ ჰყავს და რამდენიმე ვარიანტზე მუშაობს.

ეპიზოდი 5: 2016/2017 წლიდან. სინოდში განსაკუთრებით ძლიერდება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ზეწოლა და გავლენა, როგორც რუსეთის, ასევე აღმოსავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურებისა. სინოდი ხდება ერთგვარი პოლიგონი, სადაც რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესებს ეპისკოპოსები  გამოხატავენ ერთმანეთში, იმატებს კონფლიქტების და დაპირისპირებებიც სინოდში. მიუხედავად ამისა, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მაინც მართვადია და სინოდის სხდომებზე ასე თუ ისე ახერხებს სიმშვიდის იმიტაციის შექმნას, დროდადრო თავად ეპისკოპოსებიც ახერხებენ კომუნიკაციის მართვას, მათ შორის დაპირისპირება ძირითადად ცივი ომის პირობებშია.

ეპიზოდი 6:  2016/2017 წელი. პატრიარქის ჯანმრთელობა უარესდება. მისი გარემოცვა არწმუნებს, რომ საჭიროა საოპერაციო გაკეთდეს საპატრიარქოში და არა კლინიკაში, სადაც პატრიარქს ოპერაციას ჩაუტარებენ. მათ შორის, საპატრიარქოშივე ოპერაციის ჩატარების მომხრეები ცდილობენ რომ პატრიარქს ოპერაცია ქირურგიულად ჩაუტარდეს და არა ბევრად უფრო მარტივი მეთოდით, რომელიც შესაძლებელია გაკეთდეს როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში.

ეპიზოდი 7: 2017 წელი. დაპირისპირებები სინოდში უფრო და უფრო უკონტროლო ხდება. პროცესები ხდება საჯარო. დაპირისპირებები გადადის საჯარო კომუნიკაციებში. პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ძლიერდება ხელისუფლების ზეწოლა ან გარიგებები სინოდის წევრებთან. ზოგიერთ შემთხვევაში უკვე ხელისუფლების და ეპისკოპოსების ნაწილის ინტერესები ვეღარ იკვეთება ერთმანეთში, რომლის უკანაც, ცხადია, ასევე დგას უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ზეწოლა და გავლენა. სუსი იწყებს საპატრიარქოში არსებული მიტროპოლიტ დიმიტრის ჯგუფის წევრების თვალთვალს და ჩაწერას (მათ შორის არა მხოლოდ დეკანოზ მამალაძის, არამედ სხვა დანარჩენისაც), ასევე თავად საპატრიარქო აძლიერებს ბრძოლას ნებისმიერი მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკული აზრის მიმართ, მათ შორის სასულიერო სასწავლებლებში, სასულიერო პირების, თეოლოგების და ა.შ. მიმართ. იქმნება ერთგვარი ფართო ველი ბრძოლისა, სადაც ერთი მხრივ, ყველა ერთმანეთთან დაპირისპირებულია, თუმცა ამ დაპირისპირებაში ძალიან ძნელია ინტერესთა მხარეების გამიჯვნა და დაზუსტება, რადგან ეს მხარეები ხშირად იშლება, იცვლება, ხდება მონაცვლეობა ჯგუფებში და ა.შ.

ეპიზოდი 8: 2017 წელი. სახელმწიფო ანხორციელებს სასულიერო პირების მოსმენებსა და თვალთვალს. ჩაწერილია საპატრიარქოში არსებული ჯგუფის წევრებზეც გარკვეული კომპრომატები. ვრცელდება ხმები და ჩნდება ვარაუდები, რომ თუ საპატრიარქოში გაკეთდება საოპერაციო და ჩაუტარდება ოპერაცია პატრიარქს, ეს მოვლენა შეიცავს რისკს, ხომ არ არის მიმართული პროცესი პატრიარქის ლიკვიდაციის მიზნით. ოპერაციის დროს პატრიარქის გარდაცვლის შემთხვევაში ეს შეიძლება გასაღდეს ბუნებრივად, მაგრამ რადგან ეს პროცესი სრული დაფარულობის რეჟიმში არ მიდის, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ პატრიარქს ოპერაცია გაუკეთდეს გერმანიაში. გერმანიაში პატრიარქს მიჰყვება საკმაოდ უცნაური ფორმატის დელეგაცია, მათ შორის მმკ-ს სასულიერო პირები. ვრცელდება ხმები, რომ პატრიარქის ბეჭედიც წაღებულია, რაც პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში მის თანმხლებ პირებს აძლევს საშუალებას შექმნან და გამოაქვეყნონ პატრიარქის ანდერძი.

ეპიზოდი 9: პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი უკვე ღიად და საჯაროდ უპირპირდება პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსს სოსო ოხანაშვილს, მის ჯგუფს და მის მფარველ მაღალ სასულიერო იერარქებს. მოგვიანებით, 2019 წელს უკვე ცხადი ხდება, რომ ამავე პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებიან მაღალ სასულიერო იერარქებს და მუშაობენ პატრიარქის გადაყენებაზე. სთავაზობენ მათ თანამშრომლობას. პროცესს ეწინააღმდეგება იერარქების ნაწილი, მათ შორის პატრიარქის ქორეპისკოპოსი.

ეპიზოდი 10: 2017 წელი. იანვრის  შუა რიცხვებში ვრცელდება ინფორმაცია უკვე პატრიარქის ქორეპისკოპოს იაკობის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ. ამ ინფორმაციას მე სოციალურ ქსელში მაწვდის ფეიკ ანონიმი, რომელიც ტექსტის გამოგზავნისთანავე მბლოკავს. ამ დროს მე ვიმყოფები კლინიკაში, სდაც შვილი მყავს მძიმე მდგომარეობაში, შესაბამისად მსგავსი ტექსტის მოკვლევას ვერ ვიწყებ, მას ვავრცელებ სოციალურ ქსელში, სადაც ვნიშნავ უშიშროების სამსახურის პიარს და ვთხოვ, მიადევნონ თვალყური და თუ ამ წერილში დასახელებული პირები არ არსებობს (ჩემთვის დასახელებული პირები უცნობია, საუბარია მოქალაქე ზაზა ქვარაიაზე), დროულად განმარტონ, სტატუსს წავშლი და საუბარი დასრულდება. აღმოჩნდა, რომ წერილში მითითებული ინფორმაცია, ეპიზოდები სრულიად რეალურია. ზაზა ქვარაია რამდენიმე დღეა გაუჩინარებულია, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ის სამხედრო პირია, ამაზე მოკვლევა არავის აქვს დაწყებული, მხოლოდ ჩემი წერილის შემდეგ აქტიურდება შესაბამისი სამინისტრო, იწყებს გარკვევას მისი ვინაობის შესახებ და არკვევს მის ადგილსამყოფელს. არსებობს ვერსია, რომ მისი ხელით უნდა მომხდარიყო პატრიარქის ქორეპისკოპოსის ლიკვიდაცია, რაზედაც ის უარს აცხადებდა, მაგრამ მის მიმართ იყო ძლიერი ზეწოლა, რამდენიმე დღის განმავლობაში ის ბოდბეში ტრიალებდა, სადაც ქორეპისკოპოსი იაკობი იმყოფებოდა. რადგან მან არ მოახდინა პატრიარქის ქორეპისკოპოსის ლიკვიდაცია, არსებობს რისკი, რომ ტავად ქვარაიას ლიკვიდაციას ცდილობს უკვე სახელმწიფო. ჩემს მიერ დაწერილმა სტატუსმა პრაქტიკულად იხსნა ზაზა ქვარაია სიკვდილისგან, რადგან პროცესი გახდა ღია და მის ფარულად ლიკვიდაციას ხელისუფლება ვეღარ შეძლებდა ჩემი წერილის გამო. ამას გარდა, პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე პატრიარქის ქორეპისკოპოსის ლიკვიდაციის მცდელობაზე, თუმცა მას არანაირი მსვლელობა არ მიეცა.

ეპიზოდი 11: წელი. თებერვალი. ღია მოვლენების კვალდაკვალ, მე მიჩნდება ეჭვი რომ შესაძლებელია გერმანიაში იგეგმებოდეს პატრიარქის ლიკვიდაცია.  ვწერ ამ ყველაფერზე სტატუსს სოციალურ ქსელში, ამის შემდგომ თემაზე უკვე ვრცლად საუბრობს ტელეკომპანია „რუსთავი 2“. პროცესი მაქსიმალურად ღია და საჯარო ხდება. სავარაუდოდ, ინფორმაციის გავრცელების გამო პარალელურად პროკურატურა საქმეს აღძრავს, რასაც შემდგომში მოჰყვება დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავება.

ეპიზოდი 12: 2017 წელი. თებერვალი. ხელისუფლება რამდენადმე დეზორიენტირებულია. რადგან სიტუაცია გასკდა, ხელისუფლება იძულებულია საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს და სიტუაცია სათავისოდ შემოატრიალოს. მთავარ და დასახელებულ ფიგურანტებს გვერდით სწევს (რომლებიც არაა გამორიცხული, მანამდე მოკავშირეებიც ყოფილიყვნენ). სასწრაფოდ გარბიან გერმანიაში. უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ რომ ქვეყანა გადაარჩინეს უმძიმეს უბედურებას და არაპირდაპირ მიანიშნებენ, რომ უმაღლესი სასულიერო იერარქის ლიკვიდაცია იგეგმებოდა და ეს სახელმწიფომ აღკვეთა. განცხადებებს აკეთებს საქართველოს პრემიერ მინისტრი, მთავარი პროკურორი. ტარდება სინოდის წევრებთან ფართო შეხვედრები პრაქტიკულად მთავრობის სრული შემადგენლობისა.

ეპიზოდი 13: 2017/2018 წლიდან. მიუხედავად განცხადებებისა, მალე პროცესი კიდევ ერთხელ იცვლის მიმართულებას. ბრალდება დადის მხოლოდ ერთ ფიგურანტ დეკანოზ მამალაძეზე. იცვლება საქმის კვალიფიკაციაც. საბოლოოდ, მხოლოდ ერთ ადამიანი, დეკანოზი მამალაძე ისჯება გამოგონილი ბრალდებით, პატრიარქის მდივარ-რეფერენტის მკვლელობის საქმეზე. ხდება ჩამოცილება საპატრიარქოში არსებული ჯგუფისა. ირაკლი მამალაძე ხდება უკვე პროკურატურის „ოქროს მოწმე“, სოსო ოხანაშვილი გაჰყავს ხელისუფლებას ქვეყნიდან, ასევე ჩამოშორებულია ტარას შავშიშვილი. მათი მფარველი მაღლი სასულიერო იერარქების ნაწილი უკვე გამიჯვნას ცდილობს. მიტროპოლიტი დიმიტრი მაქსიმალურად ემიჯნება პროცესს. მიტროპოლიტი პეტრე კი ხელისუფლებას აკრიტიკებს დეკანოზ მამალაძისადმი უსამართლოდ ქმედების გამო. ამავე პერიოდში ვრცელდება ინფორმაციაც, რომ მიტროპოლიტ პეტრესა და დიმიტრის შორის უთანხმოებაა, გარკვეული პერიოდი ისინიც ემიჯნებიან ერთმანეთს. მიტროპოლიტი პეტრე ამხელს და უპირისპირდება შორენა თეთრუაშვილს. ის აქტიურად იცავს ხელისუფლების და სინოდის მიერ განტევების ვაცად ქცეულ დეკანოზ მამალაძეს. ასევე ააქტიურებს ბრძოლას პატრიარქის წინააღმდეგ და მისი ქორეპისკოპოსის წინააღმდეგ, რომელიც პატრიარქის ინტერესებს იცავს.

ეპიზოდი 14: 2017/2018 წლიდან. პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი უპირისპირდება  პროკურატურის და სასამართლოს კვალიფიკაციას და აცხადებს, რომ საქმე ეხება არა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობას, არამედ პატრიარქის მკვლელობის მცდელობას. თუმცა, ის მაინც ნაკლებად აკრიტიკებს ხელისუფლებას და საპატრიარქოს და სინოდის ოფიციალურ პოზიციას იზიარებს, პროკურატურისადმი ნდობის გამოცხადების კუთხით.

ეპიზოდი 15: 2017/2018 წლიდან. მიუხედავად მცდელობებისა, სინოდის სხდომებზე ფორმალური ერთიანობის შენარჩუნება მაინც ხერხდება. მხოლოდ მიტროპოლიტი პეტრე უპირისპირდება აქტიურად პატრიარქს, რაზეც სინოდი ერთხმად ოფიციალურ გაფრთხილებას აძლევს მას, მათ შორის ის პირებიც, ვისთან ერთადაც მიტროპოლიტი პეტრე თანამოაზრე ჯგუფშია პატრიარქის წინააღმდეგ. ამავდროულად, გიორგი გახარია ხდება შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიცეპრემიერი. ამავე პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი დავალებით ძლიერდება სასულიერო პირებზე კომპრომატების მოძიება მათი დაშანტაჟებისა და გარიგებების გაძლიერების მიზნით. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად მუშაობს ამ იერარქებზე, რომ პატრიარქის გადაყენების პროცედურა უკვე სინოდის სხდომებზე დაიწყოს. ასევე მიდის მუშაობა რომ მოხდეს პატრიარქის პირად ცხოვრებაზე ჭორების შეთხზვა, საამისოდ ისინი აძლიერებენ ზეწოლას დეკანოზ მამალაძეზე, რომ სწორედ მისი ხელით მოხდეს ეს პროცესი და კომპრომატებად გამოიყენონ მისი წერილები. დეკანოზი მამალაძე მძიმე მდგომარეობაშია, რადგან ერთი მხრივ, ის ჩართული იყო პროცესში, არაა დაზუსტებული, რა სახით; მეორე მხრივ, მასზე ხელისუფლება და მისი დასაყრდენი მაღალიერარქები აძლიერებენ ზეწოლას მიტროპოლიტ დიმიტრის და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად და თანადროულად მასზევე აძლიერებენ ზეწოლას, რომ სხვა შემთხვევაში პატრიარქის წინააღმდეგ მისი დისკრედიტაციისათვის გამოიყენონ. დეკანოზი მამალაძე მძიმე მდგომარეობაშია, ის გარიყულიცაა ყველას მიერ და მის გამოყენებასვე ცდილობს სხვადასხვა დაინტერესებული მხარე. მიუხედავად ამისა, დეკანოზი მაინც ცდილობს არ აქციოს თავი „განტევების ვაცობასთან“ ერთად რომელიმე ჯგუფის ინტერესების გამოსაყენებელ ინსტრუმენტადაც. ამავე პერიოდში მისი ჯანმრთელობა უარესდება.

ეპიზოდი 16: 2017/2018 წლიდან. ხელისუფლება ამ პროცესში რამდენადმე დეზორიენტურებულია, ისინი რამდენიმე ურთიერთწინააღმდეგობრივი ინტერესის ერთდროულ განხორციელებას ცდილობენ, თუმცა, მიუხედავად ფიგურანტებისა და პროცესის ურთიერთწინააღმდეგობრიობისა, მიზანი ერთია, გადააყენონ პატრიარქი ან მასზე ფიზიკური შეტევით, ან მორალური შეტევით, ან პირდაპირი შეტევით და ა.შ.  2017 წლის ნოემბერში პატრიარქის სიცოცხლის შესაძლო ხელყოფის რისკი კვლავ ძლიერდება. ის ასახელებს მოსაყდრეს, შიო მუჯირს, ასევე თავის ერთ-ერთ ქორეპისკოპოსს. ეს პროცესი საკმაოდ ბუნდოვანია. ერთი ვერსიით, ამ გადაწყვეტილებით ის ასრულებს მტავარ ინტრიგას პატრიარქის ანდერძთან დაკავშირებით, რომ სიცოცხლე გადაირჩინოს, მეორე ვერსიით ამ პროცესში ერთვება რუსეთი და მისი გავლენით ინიშნება სწორედ მოსაყდრე. 2018 წელს კი მოსაყდრის სტატუსი უკვე სინოდმა დააზუსტა და მისცა ლეგიტიმაცია.

ეპიზოდი 18: 2018/2019 წლიდან. საპატრიარქოს იქით, ძლიერდება სახელისუფლებო გავლენა სხვა სფეროებშიც. ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს უპირისპირდე7ა და ამხელენ რომ ივანიშვილი არაუფლებამოსილი პირების ხერხით ავიწროებს მათ, ითხოვს მათგან ფინანსებს, თუმცა არა თავისთვის, არამედ სწორედ ამ არაუფლებამოსილი  პირებისათვის. ნებისმიერი, ვინც ეწინააღმდეგება ხელისუფლებას, ხდება დევნის ობიექტი, ბიზნესშიც, მედიაშიც. ვრცელდება რამდენიმე ძირითად პირზე ინფორმაცია, რომელთა მეშვეობითაც სავარაუდოდ, ივანიშვილი ანხორციელებს დევნას, მათ შორის გიორგი გახარია, ვანო ჩხარტიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, ოთარ ფარცხალაძე და ა.შ. სიტუაცია მეტად წვავდება თითქმის ყველა სფეროში. იწყება მასობრივი გამოსვლები სხვადასხვა მოტივით, ხელისუფლებისა და პირადად, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ასევე გიორგი გახარიას წინააღმდეგ, რომელიც შემდგომ პრემიერ მინისტრი ხდება. ასევე ამ ადამიანების მეშვეობით ხელისუფლება აძლიერებს ზეწოლას მაღალ სასულიერო იერარქებზე.

ეპიზოდი 18: 2019 წელი.  სიტუაცია მწვავდება ხელისუფლებასა და მაღალ სასულიერო იერარქებს შორისაც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ მაღალი სასულიერო იერარქების შევიწროებას ან გარიგებას პატრიარქის გადაყენების მიზნით. ძლიერდება ლობისტური ჯგუფების საქმიანობაც. წესების დარღვევით, პატრიარქი არ ნიშნავს სინოდის სხდომას, რომლის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ მისი გადაყენების რისკი შეიძლება იყოს. სინოდის გავლენიანი პირები ერთი მხრივ, ერთმანეთს უპირისპირდებიან, მეორე მხრივ კი აძლიერებენ ლობისტურ ჯგუფებს როგორც გარეთ, ასევე სინოდში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ დუმილით და გამოხატულად, პრაქტიკულად მთელი სინოდი მოტივირებულია პატრიარქის წინააღმდეგ და მის გადასაყენებლად. პატრიარქის ინტერესების გამტარებელი კი მხოლოდ რამდენიმე რჩება სინოდში. ხელისუფლების შანტაჟით თუ გარიგებებით სინოდში არაერთი გამოხატული თუ ფარული წევრია, რომელიც დაინტერესებულია პატრიარქის გადაყენებით.

ეპიზოდი 19: 2019 წელი ოქტომბერი. მიუხედავად იმისა, რომ წლის დასასრულამდე ორიოდე თვეა დარჩენილი, ჯერ არცერთი სხდომა არ ჩატარებულა სინოდის. პატრიარქი მაქსიმალურად იკავებს თავს სინოდის სხდომის მოწვევისგან. პატრიარქის ქორეპისკოპისი იაკობი კი ცხადად უპირისპირდება მმართველ პირებს, ბიძინა ივანიშვილს და მის დაქვემდებარებულ უფლებამოსილ თუ არაუფლებამოსილ პირებს  პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფის დაინტერესებაში სდებს ბრალს. განცხადებების გაკეთებისთანავე სახელისუფლებო პროპაგანდისტული მანქანა მის წინააღმდეგ იწყებს აქტიურ მუშაობას, ისევე, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც ვინმე ეწინააღმდეგება მმართველის ძალაუფლების ინტერესებს.