„ბურჯანაძის ინიციატივა, ორმაგი მოქალაქეობა და რუსული პენსია რუსეთის მიერ ჩადებული ნაღმია“

„ერეკლე მეორეს საზოგადოების“ თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე ნინო ბურჯანაძის უბლოკო სტატუსთან დაკავშირებული ინიციატივის წინააღმდეგ გამოდის და ამბობს, რომ ბურჯანაძის ამგვარად დაყენებული ინიციატივა აწყობს მხოლოდ რუსეთს და თავად ოკუპირებული ტერიტორიების ხელმძღვანელებს. ჭყოიძემ ხაზი გაუსვა ორმაგი მოალაქეობის მინიჭებასა და რუსულ პენსიებს და განაცხადა, რომ ეს არის ნაღმი, რომელზეც შესაძლოა თითოეული მოქალაქე აფეთქდეს. მან აქვე მოუწოდა სპეცსამსახურებს დაინტერესდნენ რიგი ორგანიზაციებითა და პარტიებით.

-„როცა ვსაუბრობთ რუსულ პენსიაზე, ორმაგ მოქალაქეობაზე, უბლოკო სტატუსზე-ძალიან დიდი განსჯაა საჭირო, რადგან ამ ყველაფერში ჩადებულია ძალიან დიდი ნაღმი და არის მახე ჩვენი ქვეყნისთვის, რუსეთთან ურთიერთობა უნდა დალაგდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისეთ დათმობებზე წავიდეთ, რამაც შემდგომში სავალალო მდგომარეობამდე შეიძლება მიგვიყვანოს. აუცილებელია რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრა და საუბარი დეოკუპაციაზე და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენა. ყველა სხვა შემთხვევა, როცა არაღირსეულ პოზიციას დავიჭერთ და აქცენტს გავაკეთებთ ორმაგ მოქალაქეობაზე, რუსულ პენსიაზე და აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე უბლოკო სტატუსზე, არ იქნება სწორი ნაბიჯი. ყველამ იცის, რომ რუსეთი არ არის მამააბრამის ბატკანი, სერიოზული შეცდომები და დანაშაულებები აქვს ჩადენილი საქართველოს წინაშე და აქედან გამომდინარე, აუცილებელია რიგი ორგანიზაციებით და პარტიებით დაინტერესდეს სპეცსამსახურებიც“.

https://www.youtube.com/watch?v=MJJda7WirHM

 

კომენტარის დატოვება