პრეპარატ კამელინის ავტორის სახელობის თსსუ-ს სტიპენდიანტი

მაია ცომაია

დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში გაიმართა მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა, რომელიც გახსნა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა. სხდომაზე მედიცინის ფაკულტეტის მე-5 კურსის წარმატებულ სტუდენტს – მარიამ ქობულაძეს გადაეცა ბენედიქტე მაღლაკელიძის სახელობის სტიპენდია.

მოგეხსენებათ გამოჩენილი ქართველი ექიმის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, უნიკალური პრეპარატის, კამელინის შემქმნელის – ბენედიქტე მაღლაკელიძის სახელობის სტიპენდია უკვე 4 წელია დაწესდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე და უკვე რიგით მეოთზე სტიპედიანტი ჰყავს! ქართული წარმოების პრეპარატ “კამელინის” შესახებ ბევრს სმენია, მაგრამ მისი შემქნელის ქირურგის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ბენედიქტე მაღლაკელიძის, მისი ოჯახისა და ღირსეული შთამომავლების შესახებ უნდა იცოდეს მომავალმა თაობამ გარდაცვალებიდან რამდენიმე ათწლეულის გავლის მიუხედავად, ქართველმა ერმა, მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად, ბენედიქტე მაღლაკელიძე შეიყვანა ყველა დროის უდიდეს ქართველთა საპატიო ასეულში.

განუზომლად დიდია მისი ღვაწლი ქართული სამედიცინო მეცნიერების განვითარების საქმეში. 3 წლის წინ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ყოფილი თავმჯდომარის – ირაკლი ფავლენიშვილის ინიციატივით, ბენედიქტე მაღლაკელიძის 110 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა დედაქალაქის საკრებულოში. საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი მიენიჭა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური ქიმიის დეპარტამენტის სტუდენტები აქტიურად მუშაობენ “კამელინის” კვლევებზე. პრეპარატის შესახებ სამეცნიერო სტატიები ქვეყნდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ბენედიქტე მაღლაკელიძე დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.