“შეტევა პატრიარქზე, არის შეტევა ქვეყნის ერთიანობაზე!..”

“მემარცხენე ალიანსის” საგანგებო განცხადება:

-აღშფოთებულები ვართ იმ მორიგი ამაზრზენი შეტევით, რომელსაც ახორციელებს “მაოხრებელი გზირი”-ნაცმოძრაობა, პაატა ცაავას სახით საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე, ხელისუფლების უზურპაციის მცდელობის მიზნით.

ვიმეორებთ, შეტევა პატრიარქზე, არის შეტევა ქვეყნის ერთიანობაზე, რამეთუ მისი უწმინდესობის და ეკლესიის განადგურება, ქართველობის, როგორც ერთიანი ორგანიზმის განადგურებას ნიშნავს. ვინც ამას ვერ აცნობიერებს, მიუხედავად მისი რელიგიისადმი დამოკიდებულებისა, არის უგუნური. გავიხსენოთ უმძიმესი პერიოდი საქართველოს ისტორიაში, როცა მტრები ცდილობდნენ ქართველთა გადაგვარებას, როცა სამაგალითოდ სჯიდნენ გამორჩეულ მამულიშვილებს. აწამეს ქეთევან დედოფალი, მუხანათურად მოკლეს ევდემოზ კათოლიკოსი, როგორც სულიერებით და სამშობლოსთვის, ეკლესიისთვის განსაკუთრებული ღვაწლით განდიდებული ადამიანები. ახლა იგივეს აკეთებენ თანამედროვე შაჰ აბასები და როსტომ ხანები, ცდილობენ განსაკუთრებული, დახვეწილი ცინიზმით მოკლან საქართველოს ყველაზე დიდი მოამაგე და ამით ლახვარი ჩასცენ ჩვენს სამშობლოს.

ყოფილმა მიტროპოლიტმა რომ დიდი რჯულის კანონი დაარღვია ,მისი პრობლემაა, მაგრამ თუ ქართველი ხალხი და პირველ რიგში ხელისუფლება, არ აღუდგა ანტინაციონალურ აღვირახსნილობას, მერე გვიან იქნება და სიბნელიდან ამოსვლა შეუძლებელი გახდება.

“მემარცხენე ალიანსი” სრულ თანადგომას ვუცხადებთ მის უწმინდესობას და მაშასადამე სრულიად საქართველოს. უფალმა და დედა ღვთისმშობელმა გადაარჩინოს და გააძლიეროს საქართველო. ჩვენთან არს ღმერთი!