“გზა სახლისაკენ” – “აფხაზეთიდან აფხაზეთამდე”

  “აფხაზეთიდან აფხაზეთამდე”
მაია ცომაიას ბლოგი
“აფხაზეთიდან აფხაზეთამდე” ასე ჰქვია აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავჯდომარის, პროექტის “გზა სახლისაკენ” ორგანიზატორისა და სულისჩამდგმელის, მხატვრისა და ფერმწერის- დავით ბაძაღუას მორიგ პერსონალურ გამოფენას
მხატვრისთვის მანძილი “აფხაზეთიდან აფხაზეთამდე” ერთგვარი ფილოსოფიური ქვაკუთხედია ტრაგიკულობისა და ამავდროულად ემოციური გახელების მიჯნაზე.
დავით ბაძაღუას შემოქმედებაში მუდმივად შეინიშნება ავტორის ღრმა მონატრება იმ წლების, რომელიც მას აფხაზეთში აქვს გატარებული, ფიქრი წარსულსა და “იქ” დაბრუნებაზე!
აფხაზეთის მოტივები მხატვრისთვის მრავლისმთქმელი, მტივნეული და მარადიულია!
“აფხაზეთიდან აფხაზეთამდე”-გამოფენა გაიმართება 11 ნოემბერს, 18 საათზე, ვალერი არქანიას სახელობის გალერეაში (მის: დ. უზნაძის 68)