მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის თავდაცვის მინისტრს დავით ტონოიანს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) ფარგლებში გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა სომეხ კოლეგას საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე. საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა არსებული ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის გენერალური შტაბის უფროსთან, ფეიად ბინ ჰამედ ალ-რუვაილთან გამართა შეხვედრა.

https://www.gmtv.ge/66316-2/