ომი არ არის გამოსავალი! – გამოსავალი მშვიდობიან მოლაპარაკებებშია…

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

ჟანა მაჩალაძე

დიპლომატი

-ზოგადად ძალიან რთულია შეაფასო ან ისაუბრო რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე , განსაკუთრებით მდგომარეობა დაიძაბა და  დიპლომატიური კუთხით კავშირი სრულად გაწყდა 2008წლის აგვისტოს ომის შემდეგ , როდესაც რუსეთმა კვლავ ოკუპაცია მოახდინა ქართული მიწების  და შემდეგ უკვე აღიარა  ოკუპირებული ტერიტორიები.

აღსანიშნავია ისიც, რომ წლებია არარსებობდა დიპლომატიური კავშირი ამ ორ ქვეყანას შორის და არც ახლა არსებობს , არადა სათქმელი ბევრი დაგვიგროვდა …

რომ არა, 26 სექტემბერს,  შვეიცარიის შუამდგომლობით , გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე , ნიუ-იორკში , გამართული  შეხვედრა , დღესაც არ გვექნებოდა წინ გადადგმული ნაბიჯი და დღესაც არ მოგვეცემოდა იმის შესაძლებლობა, რომ განგვეხილა საქართველო-რუსეთს შორის არსებული დაძაბულობა და შევხებოდით ყველა იმ პრობლემურ  საკითხს , რაც გვაკავშირებს ოკუპანტ მეზობელთან.

ომი არ არის გამოსავალი ! – გამოსავალი მშვიდობიან მოლაპარაკებებშია.

საჭიროა ამ ორ სახელმწიფოს შორის მუდმივ რეჟიმში დიპლომატიური შეხვედრები , დიალოგის წარმართვა და ნაბიჯ-ნაბიჯ განხილვა ყველა პრობლემური საკითხის,რომლის გადასაჭრელად დიდი ძალისხმევა გვჭირდება.  მაგალითისთვის განსახილველი საკითხებია: ოკუპაცია ; მცოცავი ოკუპაცია; დაძაბულობა მოქალაქეებს შორის;

საქართველოს მთავრობა და ასევე დიპლომატიური კორპუსი არ არის მოტივირებული წინ წამოწიონ საკითხი რომ მუდმივ რეჟიმში გვქონდეს დიალოგი რუსს დიპლომატებთან ,ეტაპობრივად შევძლოთ მოლაპარაკებების წარმოება , რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის , მნიშვნელოვანია ერებს შორის დაძაბულობის მოხსნისთვის.

ვიმედოვნებ ახლო მომავალში შევძლებთ ჩვენი ინიციატივით , ევროკავშირის გვერდში დგომით მუდმივ რეჟიმში მოლაპარაკების წარმოებას განსახილველ თემებზე.