შეხვედრა პარტიებთან ჟესტურ ენაზე

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი 24 სექტემბერს, 17:00 საათზე სასტუმრო ,,რედისონში“ ატარებს შშმ (ყრუ) პირებისთვის მეორე საინფორმაციო შეხვედრას ჟესტურ ენაზე, სადაც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიები მიიღებენ მონაწილეობას და საკუთარ პროგრამებს გააცნობენ ყრუ პირებს. 24 სექტემბერს მოწვეულები არიან: უსუფაშვილი – რესპუბლიკელები, ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები, ეროვნული ფორუმი.

პირველი საინფორმაციო შეხვედრა შედგა 23 სექტემბერს. ყრუ პირებს პარტიების პროგრამები გააცნეს: ზურაბ ტყემალაძემ (თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლო),  ნანა დევდარიანმა (ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა),  ია მეტრეველმა და თამარ კიკნაძემ (თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის).

კომენტარის დატოვება