განახლებული აღმაშენებლის გამზირი 25 სექტემბერს გაიხსნება

თბილისის მერიის პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე,  მარჯანიშვილის მოედნიდან – ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთში სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.

განახლებული აღმაშენებლის გამზირის გახსნის ღონისძიება 25 სექტემბერს 16:30 საათზე ბიგ-ბენდის კონცერტით დაიწყება, რომელიც აღმაშენებლის N59 – ში მოწყობილ ვერტიკალურ მწვანე კედელთან გაიმართება. განახლებული აღმაშნებლის გამზრის გახსნის ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. სპეციალურად ამ დღისთვის ქუჩაზე სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები მოეწყობა და იქ მისულ სტუმრებს ბევრი საინტერესო სანახაობა დახვდებათ.

18:30 საათზე დავით აღმაშენებლის გამზირზე N44-ში – ფოსტის შენობის ეზოში, თბილისის მერიის და არტარეას ერთობლივი პროექტის ფარგლებში, კონცერტი  „თბილისური ეზო“ გაიმართება.

%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a2%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98-2

კომენტარის დატოვება