27 სექტემბერს ჩვილთა 45-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება

საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი

27 სექტემბერს, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 700-მდე ბავშვი გახდება.

ჩვილთა 45-ე საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება.
ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.

დღეისთვის უწმინდესს 29 053 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

natloba634

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

კომენტარის დატოვება