საქართველოს ერთიან ენერგოსისტემას “საგურამოჰესი” შეუერთდება

საქართველოს ერთიან ენერგოსისტემას “საგურამოჰესი” შეუერთდება. 25 სექტემბერს, 13:30 საათზე გაიმართება ახალი ჰიდროელექტროსადგურის-,„საგურამოჰესის“ გახსნის ცერემონია, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.

ჰიდროელექტროსადგური ააშენა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“. ეკოლოგიურად სუფთა, „მწვანე ჰესის“მშენებლობისთვის კომპანიამ 11 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. აგრეგატის დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება – 32 მლნ.კვტ\სთ.

კომენტარის დატოვება