მიმდინარე სამუშაოებს დეპუტატი თავად ადევნებს თვალს

ყაზბეგის გამზირი N1 და N3-ის მიმდებარედ, სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. როგორ მიმდინარეობს სამუშაოები და რას ამბობს მოსახლეობა – ამ საკითხზე სასაუბროდ საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატს, დავით უთმელიძეს დავუკავშირდით.

-მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან ერთად გავეცანი.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი მოედნები, სადაც კაუჩუკის რბილ საფარზე სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდება. ამ დროისთვის, ბორდიურის და საჩრდილობლის მოწყობა მიმდინარეობს. ასევე, დამონტაჟდება LED განათების ქსელი, გარე ტრენაჟორი და საპარკე სკამები. სკვერში გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდება და ღობით შემოისაზღვრება. ადგილობრივი მოსახლეობა როგორც ყოველთვის აქტიურადაა ჩართული რაიონის განვითარების საქმეში, თუმცა ვიცი, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და ვცდილობთ მუდამ ხალხის გვერდით ყოფნას-გვითხრა დეპუტატმა.