გერმანულ მოდელზე მსჯელობა შეუძლებელია სამართლებრივი მიზეზით

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ე.წ. გერმანული მოდელი, კონსტიტუციურ მოცემულობასთან თავსებადი არ არის. ამის შესახებ მან განცხადება უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

“რაც შეეხება გერმანულ მოდელს, ამაზე 2016 წელსაც იყო საუბარი. გერმანული მოდელი არ არის თავსებადი იმ კონსტიტუციურ მოცემულობასთან, რომელიც არის ჩამოყალიბებული. ანუ, კონსტიტუციასთან არ არის თავსებადი. აქედან გამომდინარე, ამაზე მსჯელობა არის შეუძლებელი სამართლებრივი მიზეზით,” – ამბობს ირაკლი კობახიძე.