სპეცრაზმი სრული აღჭურვილობით უკვე ჩიტაძის ქუჩაზეა

პოლიციის მიერ მიცემული ვადა იწურება. სპეცრაზმი სრული აღჭურვილობით უკვე ჩიტაძის ქუჩაზე იმყოფება. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და პოლიციას მიმართავენ ნუ აღმართავენ ხელს ახალგაზრდებზე.

დროდადრო ისმის სამართალდამცველების მოწოდება სავალი ნაწილის გათავისუფლებაზე.