ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზეა…

ქუთაისსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრი გოგი წულიაია ეხმიანება. მისი თქმით, ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზეა.

“სამოქალაქო ომის ზღვარზეა ქვეყანა, ნუ დააპირისპირეთ ხალხი ერთმანეთს, ეს არ მოიტანს კარგ შედეგს. ძლივს გამოვედით 90-იანი წლების პრობლემებიდან და იქ ნუ დაგვაბრუნებთ. ორპოლუსიანი არჩევნებისთვის ხალხს ნუ იფარებთ. ცოცხის და კვერცხის ფული თუ გაქვთ, ცოცხი დამლაგებლებს დაურიგეთ და კვერცხი გაჭირვებულ ადამიანებს,”- განაცხადა გოგი წულაიამ.