“თუ გგონია რომ შეგრჩება დიმა, ძალიან ცდები, ცოტაც დაიცადე!..”

მიშა ქუმსიშვილი

“ლეიბორისტული პარტია”

აი ამ განწყობაზე მივედით დღეს დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან და ამ მონამ დაარბევინა ჩვენი თავი ზონდერ-აქტივისტებს

თუ გგონია რომ შეგრჩება, დიმა, ძალიან ცდები. ცოტაც დაიცადე!..

ვამაყობ გაბედე-ს გაბედული აქტივისტებით! მიუხედავად ასეთი აგრესიისა, ჩვენ ხელი არ დაგვირტყამს და არც შეგვიგინია!

ნამდვილი სახე გამოაჩინა ოცნებამაც და ჩვენც!”

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა “გაბედეს” წევრები მცხეთის მერიასთან მივიდნენ და მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რა დროსაც მათ მცხეთის მერი, გიორგი კაპანაძე და “ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება ფიზიკურ და სიტყვიერ ურთიერთშეურაცხყოფაში გადაიზარდა, რის შედეგადაც პოლიციამ მოძრაობა “გაბედეს” 4 წევრი და “ქართული ოცნების” 3 მხარდამჭერი დააკავა. ამ დროისთვის ყველა დაკავებული ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული.

მცხეთის მერიასთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად მოძრაობა “გაბედეს” ორი აქტივისტი თავისა და სახის მიდამოებში მიღებული დაზიანებებით მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.