ვერ ავუკრძალავთ პაპს მოინახულოს თავისი სულიერი შვილები

ზვიად ტომარაძე

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი

-“რამდენიმე დღეში საქართველოში რომის პაპი ჩამოდის.
ზოგიერთი ჩემი ფეისბუკ მეგობარი პაპის ვიზიტს ეწინააღმდეგება და საპროტესტო აქციის მოწყობას აპირებს.
ამასთან დაკავშირებით ჩემს აზრს მოგახსენებთ:
1. პაპი საქართველოში ჩვენი პატრიარქის ილია II–ს მოწვევით ჩამოდის.
2. ქართველებს სტუმარ–მასპინძლობა არ უნდა შეგვეშალოს.
3. პაპი კათოლიკური რელიგიის გარდა, ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურიც არის და აქ ჩამოსვლამდე საქართველოზე განაცხადა: “ჩემი ვიზიტით მინდა ხაზი გავუსვა მათ უძველეს ქრისტიანულ ფესვებს.”
4. არამგონია მისი ვიზიტი ჩვენს რწმენას რაიმე ფორმით შეურაცხყოფას აყენებდეს, ასე რომ იყოს მე პირველი დავდგები აქციაზე.
5. ჩვენ ვერ ავუკრძალავთ პაპს მოინახულოს თავისი სულიერი შვილები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში.
6. ჩვენ მართლმადიდებლებს არ გვეკადრება, რაიმე ფორმით ხელი შევუშალოთ ჩვენს კათოლიკე თანამემამულეებს შეხვდნენ თავის სულიერ წინამძღოლს.
7. ჩვენ მტკიცედ ვიდგედ ჩვენს რწმენაში და პაპის თუ ნებისმიერი სხვა კონფესიის წარმომადგენლის ვიზიტი ჩვენს რწმენას ვერაფერს დაგვაკლებს”

კომენტარის დატოვება