ბაზა მომზადებულია და ნებისმიერ ხელისუფლებას შეუძლია მისი გამოყენება საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ!

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი  ზვიად ტომარაძე   აცხადებს, რომ 22 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ძალიან დიდი საფრთხის შემცველი კანონი იუვენალური იუსტიცია.

-“საქართველოს პარლამენტმა კიდევ ერთხელ დააღალატა საქართველოს მოსახლეობა, ბრმად და გაუაზრებლად შეასრულა საზღვარგარეთიდან წამოსული მორიგი დირექტივა!!!
კანონი, რომელმაც ევროპაში, რუსეთსა და უკრაინაში მრავალი შეჭირვებული ოჯახი გააუბედურა შვილების ჩამორთმევით!
კანონპროექტის მიხედვით სოციალურ მუშაკს მიენიჭა უფლებამოსილება, რომ ბავშვი განაცალკევოს მოძალადე ოჯახის წევრისაგან. 
კანონში ძალადობის ერთ-ერთი სახეა უგულვებელყოფა! უგულვებელყოფა კანონში განიმარტება როგორც − “მშობლის მიერ ბავშვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, საფრთხისაგან დაუცველობა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა”.
ანუ ბავშვის ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება გახდეს მაგალითად: ბავშვის არაკალორიული საკვებით კვება, თბილი ტანსაცმლის არქონა, ბავშვის ვირუსული ინფექციით დაავადება და ა. შ. 
ამრიგად, საქართველოში სოციალური მუშაკის კეთილსინდისიერებაზე იქნება დამოკიდებული მრავალი ოჯახის ბედი!“-წერს ტომარაძე.

ჩვენ ზვიად ტომარაძეს დავუკავშირდით.

-ბატონო ზვიად, თქვენ პირველი დღიდან იყავით იუვენალური იუსტიციის მიღების წინააღმდეგი. საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ ეს კანონი საქართველოში ამოქმედდება და არც ის სჯერათ, რაც ვიდეოებშია ასახული რომ ჩვენთან მოხდეს. ვისი ინიცირებულია ეს კანონი?

-ამ კანონის ინიციატორია საქართველოს მთავრობა. ხოლო ავტორები არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. დაუჯერებელი ამაში რა არის? ფაქტია, რომ კანონში ცვლილებები შეიტანეს და ძალიან დიდი საფრთხის შემცველი კანონი მესამე მოსმენით მიიღეს. ახლა მას მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერა აკლია. კანონი როგორ იმუშავებს ამას ვერ გეტყვით, მაგრამ მთავარია რომ საკანონმდებლო ბაზა მომზადებულია და ნებისმიერ ხელისუფლებას შეუძლია მისი გამოყენება საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ.

-ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ კანონის ამოქმედება კიდევ ახალ დანაშაულს გამოიწვევს? მე არც ერთ ერს არ ვაყენებ შეურცხყოფას, მაგრამ ქართველები განსხვავებულები ვართ და დედა-შვილობის ინსტიტუტი ყველაზე მეტადაა განვითარებული. რომელი დედა გაატანს შვილს აგენტს, ალბათ სიცოცხლესაც შესწირავს და შეიძლება ის აგენტიც კი მოკლას. საფრთხეს ვერ ხედავენ ამაში პარლამენტარები?

-სამწუხაროდ საქართველოს პარლამენტი დიდი ხანია საზღვარგარეთიდან დირექტივების შემსრულებელ ორგანოდ გადაიქცა და რასაც ეუბნებიან იმას ასრულებენ 0- წინააღმდეგობის ფონზე. ზოგი ვერ აცნობიერებს, ზოგს კომპეტენცია არ ჰყოფნის, ზოგი კი მავნებელია, მაგრამ შედეგი სამივე შემთხვევაში ერთია.

  -ხომ არ იცით რითი ამყარებენ გადაწყვეტილების მიღებას?

-ამ კითხვაზე უმჯობესია მათ ჰკითხოთ. ჩემი აზრით კი საკუთარ გადაწყვეტილებას “კეთილშობილური მიზნით” ახსნიან, რომ აუცილებელია ბავშვის ინტერესები დაიცვან… თუმცა კანონის საფრთხეს ვერ, ან არ აცნობიერებენ, არც საზღვარგარეთის გამოცდილებას ითვალისწინებენ.

  – რასაც იმ ვიდეოებში ვხედავთ, რომელიც ინტერნეტში ვრცელდება, ეს მართლაც ძალიან საშიში კანონია. არ მინდა დავიჯერო, რომ ჩვენი მთავრობა ასე გვწირავს, იქნებ ეს კანონიც მხოლოდ ქაღალდზე დარჩება და ფორმალურად მოხდა მისი მიღება?

-იმედს ვიტოვებ რომ საქართველოში ეს კანონი ისე ვერ იმუშავებს როგორც დავუშვათ სკანდინავიის ქვეყნებში, მაგრამ ამით რატომ უნდა დავიმშვიდოთ თავი? რატომ უნდა იყოს არსებობდეს ქვეყნის კანონმდებლობაში საფრთხის შემცველი კანონი? ეს არის კანონი რომლის მეშვეობით სოცილურ მუშაკს ხელ-ფეხი აქვს გახსნილი და მხოლოდ მისი კეთილსინდისიერებაზე იქნება დამოკიდებული მრავალი ოჯახის ბედი!

qw Снимок

 

კომენტარის დატოვება