14 დეკემბერს „ოცნება“ მასშტაბურ შეკრებას მართავს

14 დეკემბერს “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრტა აქციას ატარებს.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია 14 დეკემბერს მასშტაბურ შეკრებას გამართავს. როგორც პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებაშია აღნიშნული, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით საზეიმო კვირეული მიმდინარეობს.

„მიგვაჩნია, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.  ამაზე მეტყველებს განსაზღვრული 4 პრიორიტეტიდან მეოთხე პრიორიტეტი, რაც ახალგაზრდების ჩართულობას გულისხმობს. სწორედ ევროპულ ოჯახში ინტეგრაციაზე დგას ჩვენი ქვეყნის მომავალი და ეს ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია. 14 დეკემბერს ჩვენი ორგანიზებით მასშტაბური შეკრება გაიმართება, რაც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულს შეაჯამებს. ამ დღის აღსანიშნავად ჩვენი თანატოლები და თანაგუნდელები რეგიონებიდანაც შემოგვიერთდებიან და ყველა ხარჯს საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს.

ბუნებრივია, ნებისმიერ მოქალაქეს, ვისთვისაც აღნიშნული მოვლენა მნიშვნელობას ატარებს და მხარს უჭერს ,,ქართულ ოცნებას” და მის ევროპულ კურსს, შეუძლია შემოგვიერთდეს. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის და ზოგადად, ნებისმიერი მოქალაქის ამ ღონისძიებაზე დასწრებას და საზეიმო ღონისძიების აღნიშვნას.

ასევე, გვსურს მოვუწოდოთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და დესტრუქციული ქმედებებისაგან, რათა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმატების აღნიშვნას და დასავლური ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ ქართველი ხალხის სწრაფვას , საფრთხე არ შეექმნას. იმედი გვაქვს, კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა შემოგვიერთდება, ბევრი ახალგაზრდა შემოგვიერთდება ამ საზეიმო ღონისძიებაზე , რათა ჩვენი თაობის განსაკუთრებული წვლილი მნიშვნელოვანია ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში. ამას ევროპულ სტრუქტურებში ჩვენი ინტეგრაცია ნამდვილად ადასტურებს“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.