ელისაშვილი დეპუტატ კახა ოქრიაშვილის ბიუროსთან მისვლას გეგმავს

საქართველოს “სამოქალაქო მოძრაობა” მაჟორიტარების მხილების კამპანიას განაგრძობს. ალეკო ელისაშვილი და მისი გუნდის წევრები დღეს დმანისში ჩავიდნენ.

ელისაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს, ცოტა ხანში კი დეპუტატ კახა ოქრიაშვილის ბიუროსთან მისვლას გეგმავენ. სტუმრებს მაჟორიტარი ორიგინალურად დახვდა, დმანისში ახალი ბანერი და სტიკერები გამოჩნდა.

“კეთილი იყოს ოპოზიციის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში”, “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ალეკო” – წერია ბანერზე და სტიკერებზე.