როგორც იქნა მერიამ ალეკო ელისაშვილის ქება დაიმსახურა

როგორც იქნა მერიამ ალეკო ელისაშვილის ქება დაიმსახურა. თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის გამო თბილისის მერიას აქებს.

„პლეხანოვის რეაბილიტაცია არის ძალიან მაგარი რამ! განსაკუთრებით ძველი წარწერების შენარჩუნებამ და აღდგენამ გამახარა და ცხოველების რკინის ქანდაკებებია მაგარი. ყოჩაღ, მერია, ეგრე რა!” – წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარის დატოვება