არჩილ თალაკვაძის საგანგებო განცხადება

მარიამ ახალკაცი

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს,რომ საპროტესტო აქციებზე დაკავებულების პოლიტმატირებად შეფასება, ოპოზიციის მიერ ინფორმაციის სწრაფად და “დამეჯერებლად” მიწოდების შედეგია.

მისი თქმით, პარლამენტზე ძალადობრივი შეტევის გადაწყვეტილებას არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო “არ მოითმენს”.

“ეს არის პოლიტიკური პროცესი, ვინ შეძლებს თავისი ინფორმაციის მიწოდებას უფრო სწრაფად, უფრო დამაჯერებლად. რეალურად, ამ პროცესში ვართ. ადამიანების დაკავებასა და გათავისუფლებაზე საქართველოში გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები არ იღებენ, იღებენ შესაბამისი ინსტიტუტები, თუ ვინ რა შემთხვევაში დაარღვია კანონი ან არ დაარღვია. ამაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და გამოძიებას ატარებს პროკურატურა”, — განაცხადა თალაკვაძემ.