არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს ის ქართველი მამაკაცები და ქალები, რომლებმაც თავი გაწირეს აფხაზეთში!

საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულებს პატივი მიაგო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ.

“ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პატივი მივაგოთ მათ, ვინც თავი გაწირა, რათა საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა ყოფილიყო. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ საქართველო დარჩეს სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, რომელსაც შეუძლია თავად გააკეთოს არჩევანი. საქართველომ გააკეთა არჩევანი გახდეს დემოკრატიული ერების საზოგადოების სრულფასოვანი წევრი და ჩვენ არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს ის ქართველი ახალგაზრდა მამაკაცები და ქალები, რომლებმაც თავი გაწირეს 20 წელზე მეტი ხნის წინ აფხაზეთში. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს არჩევანს, აფასებს მის მიღწევებს და იდგება საქართველოს გვერდით დასავლურ საზოგადოებაში მის სრულ ინტეგრაციამდე“, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარის დატოვება