“ახლა გგლიჯავ სახეში. გარეთ გამოდი რისი **აკი გაქვს… მასხარა ხარ”, — უთხრა ზარქუამ ხაბეიშვილს.

მარიამ ახალკაცი

თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატ ირაკლი ზარქუასა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ზარქუა ხაბეიშვილს დაემუქრა, რომ “სახეში გლიჯავდა”. ის ამტკიცებდა, რომ ხაბეიშვილი კამერებთანაა “მაგარი”.

“ახლა გგლიჯავ სახეში. გარეთ გამოდი რისი **აკი გაქვს… მასხარა ხარ”, — უთხრა ზარქუამ ხაბეიშვილს.

კამათისას ხაბეიშვილი ზარქუას კორუმპირებულსა და თავხედ ეძახდა და მოუწოდებდა, “არ ეუზრდელა”.

დაპირისპირება საკრებულოს დეპუტატებს შორის მერიის ბიუჯეტისა და ხარჯების განხილვას მოყვა. ლევან ხაბეიშვილი აცხადებდა, რომ მერია პიარსა და მრჩევლებზე არაადეკვატურად ბევრ ფულს ხარჯავს, რასაც ზარქუა არ ეთანხმებოდა.