“პრეზიდენტის კი არა, უთაო მხედრის განცხადებას უფრო ჰგავს…”-აქცია ათონელზე

პრეზიდენტის განცხადებას ჯართან დაკავშირებით მოძრაობა “შცვალე” საპროტესტო აქციით გამოეხმაურა. ისინი ათონელის რეზიდენციასთან მივიდნენ და ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური განცხადება გააპროტესტეს.

-პრეზიდენტი პირდაპირ აკეთებს ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, ადამიანებს, რომლებიც საქართველოსთვის სანაქებო პიროვნებებს წარმოადგენენ, იგი აბუჩად იგდებს და შეურაცხყოფას აყენებს. შესაბამისად, მისი თითოეული განცხადება უკვე არის ანტისახელმწიფოებრივი და არა თუ პრეზიდენტის, არამედ უთაო მხედრის განცხადებას უფრო ჰგავს.

უნდა ვუთხრათ, რომ არაფერი გამოუვა და ის ვერ დააკნინებს ქართულ ჯარს და ჯარისკაცებს… ყველა უნდა გავერთიანდეთ, მოვუწოდებ ჯარისკაცებს,  გავერთიანდეთ, დავდგეთ და ერთად შევცვალოთ ეს მარგინალური ძალა, რომელიც რუსეთიდან იმართება-გვითხრა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნიკა ნოზაძემ.