თავდასხმა ,,ევროპული საქართველოს” ლიდერებზე
მარიამ ახალკაცი
თავდასხმა “ევროპული საქართველოს” ლიდერებზე. პარტიის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიგი უგულავას და გოკა გაბაშვილს თავს ორი უცნობი დაესხა.
ადვოკატ გიორგი გელხაურის განცხადებით , ოპოზიციის ლიდერები ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფებიან .
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. უწყებასთან იმყოფებიან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებიც.
“თუ ადგილი აქვს თავდასხმას და ეს პირები იდენტიფიცირებული არიან, ვინც თავს დაესხნენ გიგისა და გოკას, ამ შემთხვევაში უნდა დააკავონ, გამოკითხონ და ამის შემდგომ მიიღონ გადაწყვეტილება, როგორ მოიქცნენ. აქედან გამომდინარე მე არანიარი ინფორმაცია არ მაქვს, რა მოხდა. შევალ, დაველაპარაკები და გეტყვით შემდგომ ყველაფერს. ჯერ არცერთთან კომუნიკაცია არ მქონია,” – განაცხადა ადვოკატმა.