მარგველაშვილი სააკაშვილს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილს საარჩევნო პროცესებში ჩარევისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ გააკეთა:

„პრეზიდენტმა არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია და არაერთხელ მოუწოდა უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსანს, რომ უმჯობესია, თავი შეიკავოს საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევისგან. ძალიან კარგი იქნება, თუკი ის თავშეკავებას გამოიჩენს ამ უმნიშვნელოვანეს დემოკრატიულ პროცესში – არჩევნებში გარკვეული დაძაბულობის მუხტის შეტანისგან“ – განაცხადა მიშველაძემ.

კომენტარის დატოვება