“ნაცმოძრაობა, თავის სატელიტებით, დღეს ამ ე.წ. პერფორმანსით დამთავრდა საერთოდ, განულდა” –

მარიამ ახალკაცი

პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტს უმრავლესობის ლიდერი ეხმაურება. მამუკა მდინარაძე უსიამოვნო სუნს, რომელიც დარბაზში გაჩნდა, “ნაციონალური მოძრაობის” და მისი “სატელიტების” პერფორმანსს უკავშირებს.

მდინარაძის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” ამ ხერხით, პარლამენტში პროცესის გაჩერება სურდა.

“ნაცმოძრაობა, თავის სატელიტებით, დღეს ამ ე.წ. პერფორმანსით დამთავრდა საერთოდ, განულდა. რაღაც პატარა შანსი ჰქონდა, ვიღაცეები ხომ ჰყავთ მხარდამჭერები და საკმაოდ დიდი რიცხვია ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ, მარგამ ასეთი უნიჭო, ასეთი ბოროტული, საიდან მოსდით, ახლა “სირცხვილიამ” აიღო პასუხისმგებლობა, რაღაც საოცრებებს ლაპარაკობდნენ.

ბოლოს მეტი ვერაფერი რომ ვერ მოახერხეს, მოვიდნენ და რაღაც ნივთიერება, რომელიც სუნს გაუშვებდა, დაასხეს სხდომის დარბაზში და ირმა ნადირაშვილს იცით რა უთქვამს? დღეს საერთოდ არ ვიყავიო… მან და ლელა ქებურიამ დადგეს რაღაც, შემოიხვიეს შარფიო ხელზე, მთელი პარლამენტი უყურებდა, მათ შორის პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, მანდატურები, ფოტოგრაფები და ა.შ. გაიარ-გამოიარეს, რაღაც დაასხეს, დარწმუნებული ვარ, რომ ღრმა კრიმინალთან საქმე არ გვექნება და უნიჭო პერფორმანსია მხოლოდ, უბრალოდ, ალერგიული ვინც იყო, ის ადამიანები ცუდად გახდნენ,” – აცხადებს მამუკა მდინარაძე.