მესამე სექტორს ბოკერიას დაკითხვასთან დაკავშირებით კითხვები აქვს

მარიამ ახალკაცი

მესამე სექტორს ბოკერიას დაკითხვასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარეს, სულხან სალაძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ უფრო მეტი მტკიცებულება უნდა წარადგინოს იმის თაობაზე, რატომ “გაცოცხლდა” ეს საქმე სწორედ ახლა, ამ პოლიტიკურ ვითარებაში.

“გამოძიებას ბევრად მეტი მართებს დასასაბუთებლად, თუ რატომ ახლა და უფრო ადრე არა. თუ მმართველი პარტია ფიქრობს, რომ მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ ახლა გახდა და ახლაა ეს დღის წესრიგის ნაწილი, ეს იქნება არასწორი, რადგანაც ასე ბევრი საქმე გვინახავს, დაწყებული გამოძიება, კონკრეტული პირების დაბარება და შემდგომში მიღებული საკმაოდ საეჭვო გადაწყვეტილებები.

შეგახსენებთ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი  გიგა ბოკერია მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს . ბოკერიამ  პროკურატურაში გამოცხადებაზე უარი განაცხადა და მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე დაკითხვის უფლებით სარგებლობის სურვილი გამოთქვა