მთავარიპოლიტიკა

ხელისუფლების მუშაობის სტილი და ღირებულება არ არის ოპოზიციონერების “განეიტრალება”

მარიამ ახალკაცი

არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლების მუშაობის სტილი არის ის, რომ ოპოზიციონერების “განეიტრალება” მოახდინონ მიმდინარე გამოძიებით და არც ბატონი ბოკერია არის ის ადამიანი, ვინც გამოძიების გამო შეიცვლის გამოხატვის ფორმებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას საგამოძიებო უწყებაში დაბარების თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

ბოკერიას თქმით, საუბარი პოლიტიკურ დევნაზე საფუძვლიანი არ არის.

“ჩემი აზრით, ასეთი ტიპის ბრალდება არასერიოზულია იმიტომ, რომ 2012 წლის არჩევნებით შეიცვალა ხელისუფლება, რომელსაც წარმოადგენდა ბატონი ბოკერია და 8 წლის შემდეგ როცა ამბობს, რომ მის წინააღმდეგ არის პოლიტიკური დევნა, ჩემი აზრით, არასერიოზულია, იმიტომ რომ ყველა ვხედავთ, რომ ის არის პარლამენტის წევრი, ამ წლების განმავლობაში იყო ძალიან აქტიური ოპონენტი, ხშირად უსამართლოდაც გვაკრიტიკებს და ვხედავთ, ოპონირების იმ ფორმებს რასაც ირჩევს მისი პარტია. ასე რომ, რაზე ვსაუბრობთ? რა თქმა უნდა, კონკრეტული არგუმენტები თუ არსებობს, არის გამოძიება, მათაც როგორც სხვა მოქალაქეებს აქვთ ვალდებულება გასცენ პასუხი გამოძიებას. არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლების მუშაობის სტილი და ღირებულება არის ის, რომ ოპოზიციონერების “განეიტრალება” მოახდინონ მიმდინარე გამოძიებით და არც ბატონი ბოკერია არის ის ადამიანი, ვინც გამოძიების გამო შეიცვლის გამოხატვის ფორმებს. მე ვფიქრობ, ეს არ არის საფუძვლიანი ბრალდებები,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.