“ნაცების “სახეები” სრულ ისტერიკაში არიან და წარმოუდგენელ სიბრიყვეებს ბოდავენ”

ზვიად კვაჭანტირაძე

“ქართული ოცნება”

-“დღეს სრულიად ცხადია, რომ ნაცების ჩამოშლილ პარტიას აღარ აქვს არც არჩევნებში წარმატების და არც ბნელი გეგმების აღსრულების რესურსი. მათი პარტიული აქტივი დემორალიზებული და მოშლილია, ხოლო მათი “სახეები” სრულ ისტერიკაში არიან და ყოველდღიურად წარმოუდგენელ სიბრიყვეებს ბოდავენ.

საქართველოს ხელისუფლება, მთლიანად ფლობს სიტუაციას და არავითარი არეულობა დაშვებული არ იქნება. სააკაშვილის და მათი სხვა თანამზრახველების დრო დამთავრებულია. ამას წერტილი საბოლოოდ დაესმევა რამდენიმე დღეში. 8 ოქტომბრიდან „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ უნდა იყოს ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში.

ამიტომ, საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვუწოდებთ აუცილებლად მივიდეს საარჩევნო ყუთთან და გააკეთოს თავისუფალი არჩევანი, რათა ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას ავანტიურისტებისა და მოძალადეების ბოგინს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

არცერთი ხმა ნაცებს და მათ მონამორჩილებს!”

კომენტარის დატოვება