ზურაბ ოტიაშვილი: ვალდებული ვარ ამომრჩევლის წინაშე, ამიტომ ვრჩები მაჟორიტარობის კანდიდატად!

დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ოტიაშვილი, პარტია „გირჩის“ მიერ ბლოკის „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის „ დატოვების შემდეგ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საარჩევნო მარათონს.

ზურაბ ოტიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

-„მე ვრჩები მაჟორიტარობის კანდიდატად ბლოკიდან „პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის“, პირველ რიგში ვალდებული ვარ ამომრჩევლის წინაშე, ვერ ვუღალატებ მათ ნდობას, ვეცდები გავამართლო ყველა ის იმედი, რომელიც ჩემს მიმართ გაუჩნდათ. ვაცხადებ,  კიდევ ერთხელ- მე, ზურაბ ოტიაშვილი, ვაგრძელებ არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლას“.

კომენტარის დატოვება