“მმართველი პარტია არანაირი ტროლის და ბოტის უკან არ დგას”

მარიამ ახალკაცი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ირწმუნება, რომ “მმართველი პარტია არანაირი ტროლის და ბოტის უკან არ დგას”.

გია  ვოლსკიმ მედიასთან განცხადება გააკეთა:”ადამიანებს აქვთ თავისი უფლება, რომ გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება. ამ დამოკიდებულებაში მე არასდროს არ შემხვედრია ფეისბუქსივრცეში ისეთი რამ, რომელიც არ უკავშირდება რეალურ ცხოვრებას, რომელიც შექმნა ნაციონალურმა მოძრაობამ”

20 დეკემბერს სოციალური მედიის გიგანტმა ფეისბუქმა 396 გვერდი და ჯგუფი და ათეულობით ყალბი ანგარიში წაშალა. ამის მიზეზად დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ინფორმაციების გავრცელება დასახელდა, რომლის კვალმა ფეისბუქის მკვლევარები მმართველ პარტიამდე, ქართულ ოცნებამდე მიიყვანა.