კულტურის სფეროს წარმომადგენლები კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფას ითხოვენ

საქართველოში კულტურის სფეროს წარმომადგენლები პრემიერმინისტრს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართავენ და კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფას სთხოვენ.

“ისეთი სფეროების ერთ უწყებად გაერთიანებამ, როგორიცაა განათლება და მეცნიერება, კულტურა და სპორტი, მნიშვნელოვნად უკან დახია საქართველოში კულტურის განვითარების შესაძლებლობა, რადგან კულტურის სფეროში შემავალ ყველა დარგს თავის მხრივ მრავალი ინსტიტუციური, ფინანსური და იურიდიული პრობლემა აქვს მოსაწესრიგებელი”, – წერია მიმართვაში.

მიმართვას ხელს აწერენ: რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, მარინა ჯანაშია, ელდარ შენგელაია, ნიკოლოზ რაჭველი, ლანა ღოღობერიძე, კახი კავსაძე, ლია სტურუა, დათო ევგენიძე, ნანა ჯანელიძე, გოგი ალექსი-მესხიშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, თემო გოცაძე, ვალერი ასათიანი, გია ჯაფარიძე, ქეთი დოლიძე, გიორგი კალანდია, ნინო სუხიშვილი, ილიკო სუხიშვილი, ლაშა თაბუკაშვილი, ნიკუშა შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი, მირიან შველიძე, კოტე ფურცელაძე, ნანა ფაჩუაშვილი, ლელა ალიბეგაშვილი, პაატა გულიაშვილი, დავით დოიაშვილი, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე, მარინა კახიანი, ჟანრი ლოლაშვილი, თათული დოლიძე, მანანა გამცემლიძე, შალვა მატუაშვილი, ნანი ჩიქვინიძე, ეთერ თათარაიძე, მანანა მენაბდე, ალეკო შუღლაძე, დიმიტრი ხვთისიაშვილი, ავთანდილ ვარსიმაშვილი, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი, თამარ ლორთქიფანიძე, მანანა ანთაძე, ნოდარ ჟვანია.

ასევე, ხელს აწერს საქართველოს თეატრალური საზოგადოება, მხატვართა, კავშირი, მწერალთა, არქიტექტორთა კავშირები, კინოაკადემია, კომპოზიტირთა კავშირი.