ზღვისუბანში საბავშვო გასართობი ღონისძიება და საახალწლო კონცერტი გაიმართა

საახალწლო პროგრამის ფარგლებში, ზღვის უბანში საბავშვო გასართობი ღონისძიება და კონცერტი გაიმართა.

დღის პირველი ნახევარი საბავშვო პროგრამას დაეთმო. პატარების სადღესასწაულო განწყობაზე ანიმატორები ზრუნავდნენ. დღის მეორე ნახევარში კი სტუმრების წინაშე საახალწლო რეპერტუარით ქართველი მომღერლები წარდგნენ. კონცერტში მონაწილეობდნენ სოფო ბათილაშვილი, ნინი გველესიანი, ნუცა თოფურია და ბენდი „ნიუტონი“.

ღონისძიებას  ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ნაძალადევის რაიონის გამგებელთან  ირაკლი ხელაძესთან ერთად დაესწრო.

ყველას ვულოცავ  დამდეგ შობა ახალ წელს. წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის კონცერტის ჩატარება, როგორიც არის დღეს ზღვისუბანში. რეპერტუატი არის ძალიან საინტერესო და საერთოდ,  დღევანდელი ღონისძიებები რომელიც დილიდან ტარდება ზღვისუბანში, ყველა ასაკის ადამიანისთვის არის განკუთვნილი. – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ზღვის უბანში საახალწლო კონცერტი ფოირვერკით დასრულდა