მთავარიპოლიტიკა

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3 000 ჯარისკაცს აგზავნის

მარიამ ახალკაცი

ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში დამატებით რამდენიმე ათასი ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. სიენენის ინფრომაციით, ახლო აღმოსავლეთში, დამატებითი შემადგენლობა 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის სწრაფი რეაგირების ძალებიდან გამოიყოფა. ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ, პენტაგონმა რეგიონში იმავე დანაყოფის 750 ჯარისკაცი უკვე გაგზავნა.

მას შემდეგ, ბაღდადის აეროპორტზე საჰაერო შეტევისას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის, “ქუდსის ძალების” ლიდერი, გენერალი ქასემ სულეიმანი მოკლეს, ირანის ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ მომხდარზე თქვა, რომ “სასტიკი შურისძიება ელით მათ, ვინც ამ კრიმინალის უკან დგას”. მან ირანში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

გენერალი სულეიმანი ირანის რეჟიმის მთავარი ფიგურა იყო. მის “ქუდსის ძალებს” აშშ ტერორისტებად მოიაზრებდა, რომელბიც ასობით ამერიკელის სიკვდილზე იყვნენ პასუხისმგებელი

დონალდ ტრამპმა მომხდარიდან დაახლოებით 12 საათის შემდეგ მოკლე კომენტარი დაწერა ტვიტერზე:

“ირანს ომი არასდროს მოუგია, მაგრამ მოლაპარაკებებში უკან არასდროს დაუხევია”.