საფრთხე კი არ იკლებს მატულობს, კონგრესის წევრები ტრამპს ქასემ სულეიმანის ლიკვიდაციის გამო აკრიტიკებს

მარიამ ახალკაცი

საფრთხე კი არ იკლებს მატულობს, კონგრესის წევრები ტრამპს ქასემ სულეიმანის ლიკვიდაციის გამო აკრიტიკებს.

დაახლოებით 1100 კმდან თბილისის დაშორებით ვითარება უკიდურესად დაძაბულია .

აშშ-მ საჰაერო დარტყმით ირანის ყველაზე გავლენიანი მეთაური მოკლა.

62 წლის სულეიმანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ირანის მოქმედებებზე საზღვარგარეთ, ამერიკული დრონიდან გაშვებული რაკეტებით, ბაღდადის აეროპორტთან მოკლეს.

სამხედრო მეთაური საკვანძო როლს თამაშობდა პრო-ირანული გასამხედროებული ორგანიზაციების მეშვეობით, ისლამური რესპუბლიკის გავლენის სფეროს გაფართოებაზე სირიაში, ერაყში, ლიბანსა და იემენში.

“წუხელ ჩემი ხელმძღვანელობით, შეერთებული შტატების სამხედროებმა ზუსტი დარტყმა განახორციელეს. რომლის შედეგადაც, ტერორისტების ის მეთაური გაანადგურეს, რომელმაც ათასობით ადამიანი მოკლა, ქასემ სულეიმანი მოკლულია და ახლა მისი სისხლიანი ქმედებები წარსულს ჩაბარდა, ვიმოქმედეთ ომის შესაჩერებლად და არა ომის დასაწყებად” – ასე გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მთავარი სამხედრო პირისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის არქიტექტორად მიჩნეული ქასემ სულეიმანის ლიკვიდაციას. ტრამპის თქმით, სულეიმანის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დარწმუნდა, რომ ის შეერთებული შტატების მოქალაქეების წინააღმდეგ ახალ ტერორისტულ აქტებს გეგმავდა.

დონალდ ტრამპს მიღებული გადაწყვეტილების გამო, აკრიტიკებენ შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტმა ბრძანება ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შესახებ, კონგრესის ნებართვის გარეშე გასცა.

“ვშიშობ, რომ ახლა ამერიკის ქმედებას ირანელების რეაქცია მოჰყვება, ამას შტატებისა და ირანის მხრიდან შემდგომი საბრძოლო მოქმედებები მოჰყვება, სად მივყავართ ამ პროცესებს? ვფიქრობ, რომ საფრთხე კი არ იკლებს, მატულობს,” – აღნიშნა, აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ადამ შიფიმ.