მერაბიშვილი საპატიმროს 20 თებერვალს დატოვებს და გეგმებზეც ისაუბრებს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი საპატიმროს 20 თებერვალს დატოვებს. ამის შესახებ “2020NEWS”-ს მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა.

ადვოკატის თქმით, ქართული მართლმსაჯულების მიერ მერაბიშვილისთვის მისჯილი სასჯელი იწურება.

როგორც გიორგი ჩივიაშვილმა “2020NEWS”-ს განუცხადა, შს ყოფილი მინისტრი და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების „ხერხემალი“ დუმილს საპატიმროს დატოვების შემდეგ დაარღვევს.

-„საპატიმროს დატოვების შემდეგ ყველა იმ კითხვას უპასუხებს, რაც საზოგადოებაში არსებობს. მათ შორის იმ გეგმებზეც ისაუბრებს, რაც სამომავლოდ ექნება“, – აცხადებს ადვოკატი.

ჩივიაშვილის თქმით, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

წყარო: 2020NEWS