ლევან გელბახიანის მორიგი აღიარება
მარიამ ახალკაცი
ევროპული კინოს პრომოუშენმა“ (EFP – European Film Promotion) იმ ახალგაზრდა მსახიობების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ბერლინის 70-ე კინოფესტივალზე ამომავალი ვარსკვლავების სტატუსით წარდგებიან.
ათეულში ქართველი მსახიობი, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ვარსკვლავი ლევან გელბახიანი მოხვდა.