ოკუპირებულ სოხუმში მოქმედი დე-ფაქტო პრეზიდენტის მხარდამჭერი მიტინგი დაანონსდა

ოკუპირებულ სოხუმში მოქმედი დე-ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერი მიტინგი დაანონსდა.
მოქმედი დე-ფაქტო პრეზიდენტის მხარდამჭერები შეკრებას 17:20 წუთზე გეგმავენ.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში დაძაბულობა პიკს აღწევს, სწორედ ამის გამო ადგილობრივები აფხაზეთ ტოვებენ და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან, ვინაიდან მათი ვარაუდით შესაძლოა  ენგურის ხიდი მთლიანად დაიკეტოს.

როგორც ადგილობრივი “მთავარ არხთან” აცხადებს, სოხუმში რუსული სპეცრაზმი შეიყვანეს.

შეგახსენებთ გუშინ სოხუმში ოპოზიცია  აქტივისტებთან ერთად ე.წ. პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრა, ისინი არჩევნების გაუქმებასა და ხელახლა დანიშვნას ითხოვენ.